უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

14 დეკემბერი, 2018 11:45
font-size

საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის გამცემი სუბიქტებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

2019 წლის 1 იანვრიდან საფინანსო სექტორში დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედების პროცესის გამარტივების და ინფორმირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი სესხის გამცემ სუბიექტებთან შეხვედრებს მართავს.

არასაბანკო დაწესებულების ზედამხედველობის, იურიდიული და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს თბილისსა და რუსთავში არსებულ სესხის გამცემ სუბიექტებთან. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს დეტალურად განუმარტეს ის ცვლილებები და მოთხოვნები, რომელიც მომდევნო წლიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად განსაზღვრული სესხის გამცემი სუბიექტების ცნება და მათი ვალდებულება, დარეგისტრირდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკში. ამასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება აღნიშნული სუბიექტების ზედამხედველობის უფლებამოსილება. საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით სესხის გამცემი სუბიექტია ნებისმიერი პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე შეიმუშავა სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესიც, რომლის მოთხოვნების დაცვა 2019 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა. აღსანიშნავია, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს მოუწევთ ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მოთხოვნების სრული დაცვა.

მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება საქართველოს სხვა რეგიონებში მოქმედი მეწარმე სუბიექტებისთვისაც:

თელავი, 14 დეკემბერი, 13:00 საათი, ჭავჭავაძის მოედანი N5;

გორი, 15 დეკემბერი, 12:00 საათი, მშვიდობის გამზირი N12 ა;

ზუგდიდი, 17 დეკემბერი, 15:00 საათი, ზვიად გამსახურდიას გამზირი 45, სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო, მე-4 სართული;

ბათუმი, 18 დეკემბერი, 12:00 საათი, რუსთაველის 32 / ნინოშვილის 34, ბათუმის უნივერსიტეტის შენობა;

ოზურგეთი, 19 დეკემბერი, 12:00 საათი, მერაბ კოსტავას ქუჩა N1, სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზი;

ქუთაისი, 20 დეკემბერი, 12:00 საათი, რუსთაველის გამზირი N3, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის შენობა;

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი