უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 აპრილი, 2017 14:40
font-size

საქართველოს ეროვნული ბანკი VISA-ს ვორქშოფს მასპინძლობს

საერთაშორისო გადახდების კომპანია VISA-მ, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული გადახდებისა და ფინანსური განათლების საკითხებზე ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი ელექტრონული საგადახდო სისტემებისა და ინსტრუმენტების მიმართ მომხმარებლის ფინანსური განათლების გაზრდა და საგადახდო სისტემისადმი ნდობის ამაღლება იყო.

პირველი დღე მედიის წარმომადგენლებს დაეთმოთ. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ელექტრონული გადახდების გავლენა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, ელექტრონული გადახდის სისტემები და მათი შექმნის საერთაშორისო გამოცდილება, ინოვაციები საგადახდო სისტემებში.

შეხვედრის მეორე დღეს ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სახლის, ეროვნული ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს: ნაღდი ფულის ზომა და ფასი, ფინანსური ჩართულობა და ფინანსური განათლება, ელექტრონული საგადახდო სისტემების მოწყობა "VisaNet"-ის მაგალითზე, რისკების მართვა საგადახდო სისტემებში და ტექნოლოგიების გავლენა ინოვაციური პროდუქტების განვითარებაზე.

სამუშაო შეხვედრას VISA-ს საჯარო პოლიტიკის სკოლის დირექტორი მაჯიდ ჰუჯარი უძღვებოდა. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

"საგადახდო სისტემების განვითარებასთან ერთად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ნდობის შენარჩუნება საგადასახადო სისტემების მიმართ და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც არის ქვეყანაში არსებული საგადახდო სისტემების უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. ვფიქრობთ მსგავსი შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლის ფინანსური განათლების ამაღლებაა, ხელს შეუწყობს საგადახდო ბარათების ბაზარზე არსებულ ტენდენციების გაცნობას და საბოლოო ჯამში საგადასახადო სისტემების მიმართ მოსახლეობაში ნდობის ამაღლებას", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ.

"VISA-ს საჯარო პოლიტიკის სკოლის სამუშაო შეხვედრები შექმნილია იმისთვის, რომ მონაწილეებს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ელექტრონული გადახდებისა და იმ უპირატესობების შესახებ, რაც მას ქვეყნის განვითარებისთვის მოაქვს. ჩვენ გვჯერა, რომ ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში მედიის როლი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც, ეროვნული ბანკის როლი, რომელიც ეხმარება საზოგადოებას ფინანსური უნარების განვითარებაში და ზრდის მომხმარებელთა ნდობას საგადახდო სისტემების მიმართ", - განაცხადა VISA-ს საჯარო პოლიტიკის სკოლის დირექტორმა მაჯიდ ჰუჯარმა.

VISA Inc. (NYSE: V) წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან 200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია VISA ინფორმაციის გადამუშავებისათვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის გადამუშავება სულ რაღაც ერთი წამის განმავლობაში. ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის პროვაიდერებისათვის შეუფერხებელი გადახდების წარმოება.

საკვანძო სიტყვები:

შუამავალი ხელისუფლებასთან სისხლიანი მოვლენების დაწყებამდე - პალიკო კუბლაშვილი განმარტებას აკეთებს

26 ივნისი, 2019 , 16:52

საიდუმლო შუამავალი, რომლის სახელიც ნიკა მელიამ ხმამაღლა დაასახელა - რა როლი ჰქონდა პალიკო კუბლაშვილს 20 ივნისის სისხლიანი დაპირისპირების დაწყებამდე? - ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ სწორედ კუბლაშვილი იყო ადამიანი, რომე

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკი 15-დან 18-მდე წლამდე იზრდება

26 ივნისი, 2019 , 16:15

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკს 15–დან 18–მდე წლამდე ზრდის, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კ

ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური საბანკო პროდუქტი შეიქმნა

26 ივნისი, 2019 , 16:15

ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური საბანკო პროდუქტი შეიქმნა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროდუქტი ითვალისწინებს ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდ

თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია, რადგან სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს - ლევან დავითაშვილი

26 ივნისი, 2019 , 15:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ბარტოლის და კომპანიის „Ferrero“ აღმასრულებელ დირექტორს, მარკო გონკალვესს

40-ზე მეტი სამარხის გათხრა მიმდინარეობს, სადაც სავარაუდოდ მოძიებული იქნება იმ ადამიანების ნეშტები, რომლებიც დაკარგულთა სიაში არიან - ქეთევან ციხელაშვილი

26 ივნისი, 2019 , 15:50

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე

ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა

26 ივნისი, 2019 , 15:15

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ფარგლებში, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობ