უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 ივლისი, 2021 17:57
font-size

საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ვებგვერდი - მარტივი, მოქნილი, თანამედროვე

დღეიდან, 28 ივლისიდან, ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდით სარგებლობას მომხმარებლები სრულიად ახალი და განსხვავებული დიზაინით, ფუნქციონალით და ფორმატით შეძლებენ.

ეროვნული ბანკის ვებგვერდს ყოველდღიურად უამრავი მომხმარებელი სტუმრობს, კერძოდ, საფინანსო სექტორის, აკადემიური წრის წარმომადგენლები, მედია, დარგის ექსპერტები, ანალიტიკოსები, ნუმიზმატები და სხვა. ინფორმაციას რეგულარულად ეცნობიან არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც - უცხოელი პარტნიორები, ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და სხვა. ვიზიტორთა ყოველწლიური მზარდი სტატისტიკა სწორედ მომხმარებელთა გაზრდილ ინტერესზე მიუთითებს.

2005 წლის შემდეგ ვებგვერდი პირველად განახლდა. ახალი ვერსია პასუხობს თანამედროვე ციფრულ მოთხოვნებს და მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებელზე: აქვს მარტივი ნავიგაცია, გაუმჯობესებული საძიებო სისტემა, მოქნილი უკუკავშირის ფორმა და რაც მთავარია, ვებგვერდის დიზაინი თავსებადია ყველა ტიპის მობილურ მოწყობილობასთან (Mobile Responsive), მუშაობს ყველა ოპერაციულ სისტემაზე (Windows, Linux, Mac, Android, IOS), ყველა პოპულარულ ვებბრაუზერში და ინტეგრირებულია სოციალურ ქსელებთან.

მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, ვებგვერდზე შეიცვალა შემდეგი:

გაერთიანდა ეროვნული ბანკის რამდენიმე პორტალი: მომხმარებლის გვერდი, ქართული ფულის და ინტერაქტიული სტატისტიკის ვებგვერდები

გაძლიერდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ბლოკი - ამიერიდან მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირ ვებგვერდის საშუალებით დასვან შეკითხვა, ან დააფიქსირონ პრეტენზია

მედიის ბლოკს პირდაპირი ეთერის მხარდაჭერის ფუნქცია დაემატა, დაინტერესებულ პირებს კი შეუძლიათ გამოიწერონ ყოველდღიური სიახლეები, პრესრელიზები, ფოტო-ვიდეო მასალა და ა.შ.

დაიხვეწა სტატისტიკური მონაცემების ბლოკი; მოდულებს დაემატა მაკროეკონომიკური პროგნოზების ჩანართი

ცალ-ცალკე გამოიყო ფინანსური სტაბილურობისა და ზედამხედველობის მიმართულებები

დაემატა კალკულატორები, ტერმინები და განმარტებები, რჩევები და გაფრთხილებები ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებით

სიახლეა კარიერის გვერდიც, საიდანაც დაინტერესებულ პირს შეუძლია რეზიუმე გაგზავნოს სასურველ ვაკანსიაზე. ასევე, შეუძლია გააკეთოს განაცხადი სასურველ მიმართულებაზე, სტაჟირებაზე

ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია, რომლის საშუალებითაც ცენტრალური ბანკები ურთიერთობენ და თანამშრომლობენ ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ვებგვერდის დახმარებით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს - ობიექტური, სანდო, აკადემიური და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ეკონომიკაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე. ასევე, ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაში დაეხმარება.

საწყის ეტაპზე ახალი ვებგვერდი - www.nbg.gov.ge სატესტო რეჟიმში იმუშავებს. გარკვეული პერიოდით, ახალი ვებგვერდის პარალელურად, ხელმისაწვდომი იქნება ძველი ვებგვერდიც, მისამართზე - www.old.nbg.gov.ge.

NS

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი