უკან

ეკონომიკა

4 ნოემბერი, 2016 15:20
font-size

საქართველოს ეროვნული ბანკის მორიგი გაფრთხილება მომხმარებელს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს. მედიანიუსი ეროვნული ბანკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს ეროვნული ბანკი სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან აფრთხილებდა მოქალაქეებს (2013, 2016), რომ ის საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ. რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა, "ფინანსური პირამიდის" ნიშნებსაც ატარებს.

საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ, მთავრობასთან ერთობლივი მუშობის შედეგად მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სხვა პრობლემატურ საკითხთან ერთად, აღნიშნული საკითხის შესაბამის ჩარჩოში მოქცევას ითვალისწინებს და რომლის განხილვას ახალი მოწვევის პარლამენტი, სავარაუდოდ, შეკრებისთანავე დაიწყებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ეხება სხვადასხვა იურიდიული პირის მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის, ან თამასუქის სახით მოზიდვას. ასევე, თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს მაღალ რისკს.

რაც შეეხება, შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს", ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ოქტომბერს შემდეგი განმარტება გააკეთა“, _ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში..

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე შეინარჩუნა

20 თებერვალი, 2019 , 17:20

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე შეინარჩუნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. “ეროვნული ბანკი ახორციელებს საკრედიტო ზრდით გამოწვეული

ბიზნესექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას - ლევან დავითაშვილი

20 თებერვალი, 2019 , 12:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე, დაგეგმილი აქტივობები და ახალი

ვენა - იანვრის ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

20 თებერვალი, 2019 , 12:20

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დატვირთვის მიხედვით, 2019 წლის იანვრის მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეულს აქვეყნებს. რეიტინგის მოთხ

2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას - ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი, 2019 , 15:50

„2018 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 15 წლის განმავლობაში“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი გა

იანვარში საქონლით ვაჭრობის დეფიციტი გაუმჯობესდა - ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი, 2019 , 15:50

2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 1.2 პროცენტით აღემატება. სტატისტიკის ეროვნ

საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა

19 თებერვალი, 2019 , 14:10

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ხორცის, რძისა და კვერცხის წარმოება გაიზარდა. თუ 2017 წელს ხორცის წარმოება 66.2 ათას ტონას შეადგენდა, 2018 წელს 67 ათას ტონამდე გაიზარდა. რძის წარმოება 2017 წელს 528.4 მილიონ ლიტრს შეად