უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

19 აპრილი, 2019 10:27
font-size

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიოს ბანკის ორგანიზებით, სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით სპეციალიზებული დეპოზიტარის ფონდის მართვის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს ბაზრის მონაწილეებისათვის სპეციალიზებული დეპოზიტარის როლისა და ფუნქციის შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

სამუშაო შეხვედრის დასაწყისში ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე სხირტლაძემ, აღნიშნა, რომ სპეციალიზებული დეპოზიტარი საინვესტიციო და საპენსიო ფონდების საქმიანობაში ერთ-ერთ მთავარ რგოლს წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისა და, ასევე, მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძლიერი სპეციალიზებული დეპოზიტარის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას.

შეხვედრას უძღვებოდნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტ-კონსულტანტი, გაეტონ პარჩლინიაკი (Gaëtan Parchliniak), საერთაშორისო კომპანია "State-Street" ვიცე-პრეზიდენტი, საიმონ ფირბენქი (Simon Firbank), ასევე, ამავე კომპანიის მმართველი დირექტორი, რუდი გადენსი (Rudy Gadenz).

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: სპეციალიზებული დეპოზიტარის ბიზნეს მოდელი, ევროკავშირის მარეგულირებელი სტანდარტები ლიცენზირებასთან მიმართებაში, დეპოზიტარის როლი საპენსიო და საინვესტიციო ფონდების საქმიანობაში და საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული სხვა საკითხები.
NS

კობა გვენეტაძე კრისტინ ლაგარდის ვიზიტს აჯამებს

22 მაისი, 2019 , 18:53

კრისტინ ლაგარდის ჩამოსვლა თბილისში იმის დემონსტრირებაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს იმ რეფორმებსა და მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს,- ასე აფასებს ეროვნული ბანკის პრე

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 მაისისთვის - დოლარი - 2.7756 ლარი, ევრო - 3.1001

22 მაისი, 2019 , 17:10

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7756 ლარი ეღირება, ევრო – 3.1001, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი –3.5153 ლარი. დღეს, 22 მაისს ერ

“ლუფთანზა” თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით ორ ავიარეისს ამატებს

22 მაისი, 2019 , 14:30

„ლუფთანზამ“ თბილისი-მიუნხენის(გერმანია) ორი ავიარეისი დაამატა და ჯამში მგზავრებს ამ მიმართულებით 9 ყოველკვირეულ რეისს სთავაზობს. სამშაბათსა და შაბათს დაგეგმილ დილის რეისებთან ერთად (გამგზავრება: 05:05), ხელმი

საქართველოს ოჯახების 74% ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს, აბონენტების რაოდენობა 2019 წლის 1 კვარტალში გაიზარდა

22 მაისი, 2019 , 14:30

საქართველოს მასშტაბით სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომელიც ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს. 2019 წლის პირველ კვარტალში ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურეობების პენეტრაცია 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით

ავიაკომპანია “SCAT” ფრენებს ახალი მიმართულებით შეასრულებს

22 მაისი, 2019 , 12:00

2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ყაზახური ავიაკომპანია “SCAT” ნურ-სულთანიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განახორცილებს. როგორც “მედიანიუსს“ სამოქალაქო ავია

ნათია თურნავამ მოლდოველ კოლეგასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა

22 მაისი, 2019 , 11:25

ევროკავშირი - DCFTA ქვეყნების არაოფიციალური მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა მოლდოვის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ჩირილ გაბურიჩს შეხვდა და მასთა