უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 მაისი, 2018 12:20
font-size

„საქართველოს ეროვნული ერთობა“ მეტრო „რუსთაველიდან“ ქაშუეთის ეკლესიამდე მსვლელობას მართავს

ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობა“, რომელიც ღიად უჭერს მხარს ფაშისტურ იდეოლოგიას, მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ ქაშუეთის ეკლესიის მიმართულებით მსვლელობას მართავს.

ორგანიზაციის წევრის, ბექა ლოლაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს აქციის ორი მონაწილე.

„ჩვენ ვგეგმავთ, მშვიდობიანი მსვლელობით შევუერთდეთ ქაშუეთთან ქართველების, ქრისტიანების მსვლელობას ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს. რაც შეეხება ჩვენ მცირე რაოდენობას, ეს ყველაფერი არის იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს რეპრესიები. აქციიდან წეღან ორი კაცი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. ესენი არიან თორნიკე ვაშაკიძე და პეტრე ღუტიძე. ისინი პოლიციამ წაიყვანა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ჩვენ ამას ვუკავშირებთ იმას, რომ სათანადო პასუხი გავეცით ყველა ანტიქართველს და ამითაა გამოწვეული, რომ დღეს ჩვენ ასე გვთხოვენ პასუხს, მაგრამ საქართველოს ეროვნული ერთობა არ დგას სამ კაცზე, არამედ ჩვენ შეგვიძლია, მეთაურების გარეშეც მოქმედება. ჩვენს ორ წევრზე არაფერი ვიცით“, – თქვა ლოლაშვილმა.

მან დაამატა, რომ გუშინ, გვიან ღამით დიღმის სამმართველოში მათი დაკითხვა დაგეგმილ კონტრაქციის ეხებოდა.

„გუშინ ჩვენი დაკითხვისას ინტერესის საგანი იყო კონტრაქცია და აინტერესებდათ, იყო თუ არა ჩვენი განცხადებები მუქარის შემცველი. რაც შეეხება ჩვენს მეთაურს, გიორგი ჭელიძეს, ის ორგანიზაციებთან დაკავშირებული საქმეების გამო ქალაქგარეთაა გასული“, – აღნიშნა ლოლაშვილმა.

17 მაისს აღენიშნება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 2014 წლიდან კი საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

სატრანსპორტო შეღავათები შესაძლოა, მიკროავტობუსებზეც გავრცელდეს

22 მაისი, 2018 , 17:30

მეტროსა და ავტობუსებში არსებული სატრანსპორტო შეღავათები შესაძლოა, მიკროავტობუსების მგზავრებზეც გავრცელდეს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ თბილისის სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტზე მომუშავე კო

პროკფავშირების ინიციატივით გაფიცულებს და დამსაქმებლებს შორის მოლაპარება შედგა

22 მაისი, 2018 , 17:20

კომპანია ,,სინო-ჰიდროსა“ და საგზაო მაგისტრალის, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის გაფიცულ მუშებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. შეხვედრა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით თბილისში შე

ძიუდოისტები აქციას ხვალაც გამართავენ

22 მაისი, 2018 , 17:20

ძიუდოისტთა ნაწილი ძიუდოს ფედერაციასთან საპროტესტო აქციას ხვალ, 11 საათზე გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპოტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა განუცხადა. „იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე არ

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა იწყება

22 მაისი, 2018 , 17:20

22 მაისს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველო”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ხუციშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული მემორანდ

BASSIANI-ის დასაბრუნებლად ვიკრიბებით იქ, სადაც დაიწყო ჩვენი იდეა - ევროპის მოედანზე - კლუბი ,,ბასიანი“ განცხადევას ავრცელებს

22 მაისი, 2018 , 17:05

კლუბ ,,ბასიანის“ გახსნის გადაწყვეტილება გამოძიებას ჯერაც არ მიუღია. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბასიანის“ ფეისბუქ-გვერდზე განცხადება გავრცელდა: ,,ჩვენთვის საამაყო თბილისის საკლუბო სცენა საფრთხეშია, BASSIANI /

„კაფე გალერი“ და „ბლოუ ბარი“ გახსნილია

22 მაისი, 2018 , 16:30

სპეცოპერაციიდან 10 დღის შემდეგ სამართალდამცველებმა დალუქული ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ დროისთვის გახსნილია „კაფე გალერი“ და „ბლოუ ბარი“. ღამის კლუბ "გალერის" დამფუძნებელი ტერ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე