უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

7 აგვისტო, 2019 16:02
font-size

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ცუცხვათის მღვიმოვანში მუშაობს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ცუცხვათის მღვიმოვანში მუშაობს.

როგორც „მედიანიუსს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ცუცხვათის ცამეტიარუსიანი მღვიმოვანის შესწავლა გასულ საუკუნეში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ინიციატივით დაიწყო. 1970-1971 და 1974-1975 წლებში საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი და პალეობიოლოგიის ინსტიტუტი აქ ერთობლივად აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს.

მღვიმოვანის ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეებში მიაკვლიეს შუა პალეოლითის (ძველი ქვის ხანის შუა პერიოდი, დაახლ. 400 - 40 ათასი წლის წინ) ქვის იარაღებს, ასევე, განამარხებულ ცხოველების ძვლებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მღვიმოვანის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. „ბრინჯაოს მღვიმეში“ მოპოვებული ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც ახალი კვლევების თანახმად დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება.

ხანმოკლე ხასიათის საველე სამუშაოები ჩატარდა 1998-1999 და 2003-2004 წლებშიც, თუმცა, ფართომასშტაბიანი სამუშაოების მიუხედავად, მღვიმოვანის უდიდესი ნაწილი 2016 წლამდე შეუსწავლელი იყო.

2017 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ცუცხვათის მღვიმოვანის შემსწავლელი საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, აგრძელებს მულტიდისციპლინურ კვლევას. ფართომასშტაბიან სამუშაოებში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის პალეოანთროპოლოგები, პალეონტოლოგები, პალინოლოგები, ქვის ხანის არქეოლოგები და გეოლოგები. ქართველ მკვლევრებთან ერთად, ჩართულები არიან ფრანგი და ამერიკელი მეცნიერები და 50-მდე ქართველი სტუდენტი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ახალი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ცუცხვათის მღვიმოვანში ნეანდერტალელთა არსებობის კვალთან ერთად გამოვლინდა ძეგლისათვის სრულიად ახალი, უკვე ჰომო საპიენსისათვის (მოაზროვნე ადამიანი, ანუ ჩვენი, თანამედროვე ადამიანის სახეობა) დამახასიათებელი ზედაპალეოლითური (ქვის ხანის გვიანი პერიოდი - 80000-12000 წლის წინანდელი) ფენები. ასევე, „ბრინჯაოს მღვიმეში“ გაითხარა ქალკოლითური (სპილენძ-ქვის ხანა, მეტალურგიის საწყისები) ნამოსახლარი.

„ცუცხვათის მღვიმოვანის ხასიათი, თანამედროვე მეთოდების პროგრესი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მასალა და ამ ძეგლებზე არსებული ხელუხლებელი კულტურული ფენები უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა დეტალურად გამოვიკვლიოთ ნეანდერტალელები, მათი ქცევა და თანამედროვე ადამიანთან ურთიერთობა თუ ურთიერთკავშირის შესაძლებლობა. ასევე, ვეცდებით გავცეთ პასუხები ნეანდერტალელთა გადაშენების მიზეზებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ წიქარიძე.

ცუცხვათის მღვიმე წარმოადგენს დაცულ ტერიტორიას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობაშია.

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად-სპეციალისტის რჩევები

21 ნოემბერი, 2019 , 12:05

ტემპერატურის კლებასთან და ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, იმატა    გათბობის სისტემების აქტუალურობამაც .  გათბობის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, თუმცა ამ სტატიაში ყველაზე მოთხოვნად-ცენტრალური გათბობის

ფარდების თანამედროვე ტენდენციები - სად უნდა შეიძინოთ ფარდა ყველაზე იაფად

20 ნოემბერი, 2019 , 14:30

ოთახის სტილსა და ინტერიერს ბევრი დეტალის ერთობლიობა ქმნის, თუმცა ერთერთი მნიშვნელოვანი დეტალი ინტერიერში-ფარდაა. სწორად შერჩეული ფარდა, ოთახს ვიზულის გარდა, განსაკუთრებულ კომფორტსაც უქმნის. გაგაცნობთ თანამედროვე ტრენდებს

თერმოინდუსტრია - სააბაზანო ტექნიკის ფართო არჩევანი

14 ნოემბერი, 2019 , 15:15

თერმოინდუსტრია სააბაზანო ტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის ხუთივე ფილიალში წარმოდგენილია სააბაზანო კერამიკისა და შემრევების ფართო არჩევანი. პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ეკოლოგიურად სუ

„ლილოშოპი“ გთავზობთ სამზარეულოს ტექნიკის ფართო არჩევანს

14 ნოემბერი, 2019 , 15:00

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ცხოვრება გაამარტივა და თითოეული ჩვენგანის სამზარეულოში უამრავი ახალი ნივთი გააჩინა: ჩაიდანი, წვენსაწური, ტოსტერი და ა.შ. მათ გარეშე ერთი დღის გატარებაც კი რთული და შეუძლებელი გვეჩვენება. სწორედ ამ

BENTLEY TBILISI ბრენდის 100 წლის იუბილეს კიდევ ერთი გამორჩეული საღამოს ფარგლებში აღნიშნავს

30 ოქტომბერი, 2019 , 13:00

26 ოქტომბერს, „თბილისი ჰილს“ გოლფის კლუბმა ბენტლის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლა. ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ სასიამოვნო გარემოში, ბენტლის უახლეს საიუბილეო გამოშვების Bentley

ბილაინის თანამშრომლები ამსტერდამში, „ვიონი“ ჯგუფის საერთაშორისო ჰაკათონში მონაწილეობენ

24 ოქტომბერი, 2019 , 14:10

კონკურსის მთავარი პრიზია სამხრეთ კორეაში, სეულში გამგზავრება. საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრის, ბილაინის თანამშრომლები, მონაწილეობენ „ვიონი“ ჯგუფის ინოვაციურ კონკურსში DIGITHON-ი, რომელიც უკვე მე