უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 მაისი, 2017 16:35
font-size

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები კონსტიტუციის ახალ რედაქციით განსაზღვრულ შრომით უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს მიმართავენ:

,,საკონსტიტუციო კომისიამ 2017 წლის 22 აპრილს დაასრულა კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა და წარმოადგინა დოკუმენტის ახალი რედაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობიდან და მისი კონვენციების რატიფიცირებიდან გამომდინარე, აღიარებს ტრიპარტიზმის მნიშვნელობასა და სოციალური პარტნიორების განსაკუთრებულ როლს, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა პროფესიული კავშირების მონაწილეობის გარეშე წარიმართა. კომისიამ სოციალური უფლებების, მათ შორის, შრომის უფლების არაერთი მიმართულება გადასინჯა პროფესიულ კავშირებთან კონსულტაციების გარეშე, რაც თავისმხივ კომისიის მუშაობის მნიშვნელოვან ხარვეზადუნდა შეფასდეს.

კონსტიტუციის პროქტით, კერძოდ მისი მე-5 მუხლით შემოვიდა ახალი დებულება ,,სოციალური სახელმწიფო“, რომლის მიხედვითაც ,,საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე“, რაც დადებითად შეიძლება ჩაითვალოს.

თუმცა, საბოლოო ჯამში,პროექტის მიხედვით, მოქმედ კონსტიტუციაში სოციალური უფლებების დაცვის ისედაც დაბალი სტანდარტი კიდევ უფრო შესუსტდა, რამდენადაც ზოგად დებულებებში გადაინაცვლა და შესაბამისად, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების თავში აღარ გვხვდება კონსტიტუციის 30-ე და 32-ე მუხლებით გათვალისწინებული ისეთი სიკეთეები როგორიცაა: სახელმწიფოს ვალდებულება ხელი შეუწყოს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში, მიიღოს უმუშევროს სტატუსი და ასევე საარსებო მინიმუმი. ანალოგიურად, პრობლემურია კონსტიტუციის 39-ე მუხლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავიდან ამოღება და ზოგად დებულებებში გადანაცვლება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე აღნიშნული ნორმით შესაბამისი სუბიექტების მიერ დავას გამორიცხავს.აღნიშნული კი ცალსახად უფრო დაბალი სტანდარტია ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

ამას გარდა, საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ პროექტში ამოღებულია მოქმედი კონსტიტუციის 30-ე მუხლს მე-4 პუნქტის გარანტირებული დებულებები, რომელიც ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურებას, უსაფრთხო, ჯანსაღ პირობებს, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობებს. შემოთავაზებული ჩანაწერი თეორიულად მოიცავს შრომის უფლებით დაცულ ყველა სფეროს და მოიაზრებს იმ კომპონენტებსაც, რომელსაც დღეს კონსტიტუციის ტექსტი ცხადად უთითებს. თუმცა, ვფიქრობთ რომ კონსტიტუციაში შრომის უფლების ცალკეული ასპექტების ხაზგასმა მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს, რამდენადაც ის ცხადად აჩვენებს იმ უფლებრივ შინაარსს, რაც განსაკუთრებული დაცვის საგანი უნდა იყოს კონსტიტუციური პერსპექტივიდან.

როგორც მოქმედი კონსტიტუცია, ასევე კონსტიტუციის პროექტი არ შეიცავს ჩანაწერს სახელმწიფოს მიერ შრომითი უფლებების ეფექტური დაცვის მექანიზმის თაობაზე. აღნიშნული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოფიციალური საგანგაშო სტატისტიკის ფონზე, რომლის მიხედვითაც 2007 წლიდან დღემდე სამუშაო ადგილებზე გარდაცვალების 429, ხოლო მძიმე დაზიანების 628 შემთხვევაა.

პროექტის ნაკლოვანებას ასევე წარმოადგენს ის, რომ ის არ ითვალისწინებს მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ჩანაწერს და ძალაში ტოვებს 94-ე მუხლის შინაარსს, რითაც დაუსაბუთებლად ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოგმართავთ, რომ გაითვალისწინოთ შემდეგი წინადადებები:

1) ადამიანის უფლებათა თავში შენარჩუნდეს:
ა) ისეთი მნიშვნელოვანი უფლებები როგორიცაა: საარსებო მინიმუმი, შრომის სამართლიანი ანაზღაურება, შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები, დასაქმების ხელშეწყობა;
ბ) კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლის შინაარსი;
2) კონსტიტიციამ გაითვალისწინოს შრომის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმის თაობაზე ჩანაწერი;
3) კონსტიტუციში განისაზღვროს დებულება მინიმალური ხელფასის შესახებ;
4) გაუქმდეს კონსტიტუციის 94-ე მუხლი’’, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:
1. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
2. ევროპის ფონდი
3. ახალგაზრდული ალტერნატივა
4. ადამიანის უფლებათა ცენტრი
5. კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი"
6. მეწარმე ქალთა ფონდი
7. ენერგოეფექტურობისფონდი
8. ასოციაცია სკოლა-ოჯახი-საზოგადოება
9. რეპატრიანტთა კავშირი
10. ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის
11. ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია ,,საქართველოს ჩაი“
12. საზოგადოებრივი დამცველი
13. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“
14. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი
15. ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"

ხელისუფლებამ სოციალური საცხოვრისი, მისი ბინადრებისთვის, სოციალურ ჩიხად აქცია - ფიქრია ჩიხრაძე

26 სექტემბერი, 2020 , 17:30

"ლელო საქართველოსთვის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე სოციალური საცხოვრისის ბინადრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. “ლელოს” პრესსამსახურის ცნობით, პროექტი "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყო

საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს - თამარ გაბუნია

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საქართველო "მწვანე ქვეყნის" სტატუსს ინარჩუნებს. „გლობალურად ქვეყნები ერთმანეთს

სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება და უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „ძალიან მტკივნეულია ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მ

ღრმად დამწუხრებული ვარ უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფით - გიორგი გახარია

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს და დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. „ღრმად დამწუხრებული ვარ უკრაინის სამხედრო თვითმფ

შსს თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

26 სექტემბერი, 2020 , 15:50

შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალ

N16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

26 სექტემბერი, 2020 , 15:20

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების განცხადებით მას პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე