უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

18 მაისი, 2017 17:55
font-size

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო 34 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 13 პუნქტი კი დააჯარიმა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა აჭარის რეგიონში არსებული 47 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმება და "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" მოთხოვნების დარღვევის გამო 13 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 280 400 ლარის ოდენობით, ხოლო 34 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გაუუქმდა რეგისტრაცია.

საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ახორციელებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მონიტორინგს და ახდენს რეაგირებას ნებისმიერ გამოვლენილ დარღვევაზე. ქვეყნის მთავარი ბანკი მომავალშიც მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ასევე დაცული იყოს მომხმარებლის უფლებები.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებელს, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია როგორც გაცვლითი კურსის, ისე მომსახურების საკომისიოს შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე 2 406 406 ან მოგვწეროთ - cp@nbg.gov.ge",-ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ანაკლიასა და განმუხურში ახალი სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განახლდება

16 თებერვალი, 2019 , 14:20

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, კურორტზე ზღვის სა

სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა

16 თებერვალი, 2019 , 11:35

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა. ამის შესახებ უწყების პრსსამსახურის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

16 თებერვალი, 2019 , 11:01

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბუ

ბათუმში დანგრეული სინაგოგის გადარჩენის კამპანიას სათავეში ისრაელის სახლი ჩაუდგება

15 თებერვალი, 2019 , 17:22

„ისრაელის სახლი“ ბათუმში თითქმის დანგრეული, საუკუნოვანი სინაგოგის გადარჩენის კამპანიას უხელმძღვანელებს და ძეგლის გადარჩენის ფონდს შექმნის. საქართველოში ისრაელის ქნესეთის მხარდაჭერით მოქმედ ორგანიზაციას სინაგო

„ენგურჰესი“ მუშაობის შეწყვეტის საფრთხის წინაშეა

15 თებერვალი, 2019 , 16:40

„ენგურჰესის“ ჰიდროელექტროსადგური მუშაობის გაჩერების საფრთხის წინაშე დგას. „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ პირველ არხთან განაცხადა, რომ ელექტროსადგურის წყალსაცავში წყლის

ბათუმთან, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება - მამუკა ბახტაძე

13 თებერვალი, 2019 , 15:40

ბათუმთან არსებულ დასახლებაში, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართუ