უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

5 ოქტომბერი, 2017 11:40
font-size

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური სესხების თემაზე საგანმანათლებლო ვიდეორგოლი შეიმუშავა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერითა და მედია-კომპანია LIVE Branding-ის ჩართულობით, იპოთეკური სესხების შესახებ საგანმანათლებლო ვიდეორგოლი განავითარა, სახელწოდებით "ბინის შეძენა იპოთეკური სესხით", რომლის ნახვაც დაინტერესებულ პირებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე შეუძლიათ.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ვიდეორგოლი იმ ადამიანებისთვის არის შექმნილი, რომლებიც სახლის ყიდვას, აშენებას ან გარემონტებას ფიქრობენ, და ამ მიზნით იპოთეკური სესხის აღებას განიხილავენ. ვიდეორგოლი მოიცავს იპოთეკური სესხის აღებისას გასათვალისწინებელ ისეთ საკვანძო ინფორმაციას, როგორიცაა, ბინის შეძენასთან დაკავშირებული მთლიანი დანახარჯი; სესხის მოცულობა, რომლის აღების შესაძლებლობაც მომხმარებელს აქვს; იპოთეკური სესხის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობები, ვალუტის, საპროცენტო განაკვეთების, დაფარვის ვადებისა და დაფარვის გრაფიკის გათვალისწინებით.

საგანმანათლებლო ვიდეორგოლთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა შესაბამისი ბანერები, რომლებიც უძრავი ქონების პორტალებზე განთავსდა, საიდანაც, მომხმარებელი ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გადავა და ნახავს როგორც ვიდეორგოლს, ასევე საგანმანათლებლო ბროშურას იპოთეკური სესხების შესახებ, რომელიც ეროვნულმა ბანკმა და EFSE DF-მა 2016 წელს შეიმუშავეს. ბროშურაში უფრო დეტალურად და მომხმარებლისთვის ადვილად გასაგები და საინტერესო ენითაა გადმოცემული ვიდეორგოლში განხილული საკითხები. ბროშურა დაინტერესებულ მკითხველებს დამატებით სთავაზობს დეტალურ ინსტრუქციას, რომელიც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. კერძოდ, საკითხების ჩამონათვალს, რომელიც მომხმარებელმა კრედიტორთან უნდა დააზუსტოს სესხის აღებამდე, ასევე სხვა პრაქტიკულ რჩევებს.

"იპოთეკური სესხების შესახებ საგანმანათლებლო მასალის შექმნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლების თვალსაზრისით. იპოთეკური სესხის აღება ძალზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელიც მომხმარებლისგან შესაძლებლობებისა და რისკების გულდასმით შეფასებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ საინტერესო, მარტივი და ადვილად აღსაქმელი ფორმის საგანმანათლებლო მასალა, რომელზე წვდომაც მომხმარებლებს ადვილად შეუძლიათ ისეთი ვებგვერდებიდან, რომლებსაც ისინი სახლის შეძენის, აშენების ან გარემონტების შემთხვევაში სტუმრობენ. მადლობა მინდა გადავუხადო "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამას, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია საგანმანათლებლო ვიდეორგოლისა და ბროშურის განვითარების პროცესში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

საკვანძო სიტყვები:

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 ნოემბერი, 2018 , 09:00

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის თვის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ასოცირებული წევრი გახდა

16 ნოემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) წევრობა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,

თბილისის მერიამ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შევიდა. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება და ის 871 მილიონი იქნება. "ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განც

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 09:00

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`