უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 ივლისი, 2018 12:50
font-size

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის ეთიკის კოდექსი დაამტკიცა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 9 ივლისის ბრძანებით დამტკიცდა "ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის".

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, კოდექსის მიზანია საბანკო სექტორში ეთიკისა და საბანკო პროფესიის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სექტორისა და ბანკირის პროფესიის მიმართ საზოგადოების, მათ შორის, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

,,კოდექსით განსაზღვრული პრინციპები და სტანდარტები სერტიფიცირებულ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების ჩარჩოს დაეფუძნა, რომელიც საფინანსო ბაზარზე საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული სახელმძღვანელო სტანდარტია. კოდექსით განსაზღვრულია ეთიკის ის ზოგადი პრინციპები და პროფესიული ქცევის სტანდარტები, რომლებსაც კოდექსის მოქმედების სფეროში ჩართული პირები პროფესიული საქმიანობისას უნდა იცავდნენ.

ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული კოდექსის პროექტი ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში გამოაქვეყნა ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების გამჟღავნების ინიციატივის ფარგლებში. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეებს კოდექსის დამტკიცებამდე საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ კოდექსის პროექტს და მასთან დაკავშირებული მოსაზრებები და კომენტარები მიეწოდებინათ ეროვნული ბანკისთვის. ამავე ბმულზე განთავსდება ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული შეკითხვებისა და პასუხების დოკუმენტი წინამდებარე კოდექსის სამუშაო ვერსიაზე მიღებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი მომავალშიც დაექვემდებარება განახლებას კოდექსის ჩარჩოსთან დაკავშირებით დამატებითი ინტერპრეტაციებისა და დაზუსტებების გაკეთების საჭიროების შემთხვევაში“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ისრაელის სახლმა“ ისრაელელ არქიტექტორებსა და ინჟინრებს უმასპინძლა

18 სექტემბერი, 2018 , 13:00

„ისრაელის სახლსა“ და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატას დღეს ისრაელელი არქიტექტორები და ინჟინრები სტუმრობდნენ. ისრაელელ სპეციალისტთა 30-კაციანი ჯგუფი საქართველოში მეორე დღეა იმყოფება და ქვეყანას ეცნობა. &bdqu

საქართველოში „ვინდჰამის“ პრემიუმ ბრენდი „ვინდჰამ გრანდი“ შემოვიდა

17 სექტემბერი, 2018 , 17:45

თბილისში, ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი „რიქსოსის“ უნიკალური არქიტექტურის სასტუმროს მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა. ობიექტში განხორციელდა 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია. შენობა მდებარეობს მუზეუმების ქუ

გიორგი ქობულიამ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორთან საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმა განიხილა

17 სექტემბერი, 2018 , 17:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის სამდივნოს დირექტორი იანეშ კოპაჩი ხელმძღვანელობს.  შეხ

ფულადი გზავნილები აგვისტოში

17 სექტემბერი, 2018 , 17:30

2018 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.6 მლნ აშშ დოლარი, (343.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.4 პროცენტით (13.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. უ

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას - მიეცეს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის შესაძლებლობა - `ომეგა ჯგუფი` განცხადებას ავრცელებს

16 სექტემბერი, 2018 , 09:00

,,ომეგა ჯგუფი“ კომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მოგეხსენებათ, რომ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემები განზრახ არის შექმნილი ხელისუფლების მიერ. ეს გამოწვეული

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას - მიეცეს „ომეგა ჯგუფს“ მუშაობის შესაძლებლობა - `ომეგა ჯგუფი` განცხადებას ავრცელებს

15 სექტემბერი, 2018 , 11:05

,,ომეგა ჯგუფი“ კომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “მოგეხსენებათ, რომ „ომეგა ჯგუფისთვის“ ფინანსური პრობლემები განზრახ არის შექმნილი ხელისუფლების მიერ. ეს გამოწვეული

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`