უახლესი ამბები
- 27.05.2022 18:38პრემიერი ოპოზიციას - ჩვენ რომ ორი თვის წინ ეს სისულელე გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და პასუხი, მოქალაქეებისთვის?
- 27.05.2022 18:30ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში - ირაკლი ღარიბაშვილი
არქივი
პოლიტიკა


საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი შეტანილი აქვს და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი შეტანილი აქვს და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა, ამისთვის შეგვიძლია მადლიერება გამოვთქვათ. უამისოდ ეს არ იქნებოდა და უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ და არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ისეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ უცებ გავხდით ყველაფრის ღირსნი. ეს მათი დამსახურებაა! -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
,,ევროინტეგრაციის გზა დღეს სულ სხვანაირად გვეჩვენება. ამ მომენტში ევროკავშირის წევრობის კანდიდატურაზე საქართველოს განაცხადი უკვე შეტანილი აქვს. ეს უკრაინელების უზარმაზარი დამსახურებაა, მათი ყოველდღიური ბრძოლის და ამისთვის ჩვენ მხოლოდ ერთი რამე შეგვიძლია, რომ მადლიერება გამოვთქვათ. იმიტომ, რომ უამისოდ ეს არ იქნებოდა და უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ და არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ისეთი რაღაცა გავაკეთეთ, რომ უცებ ყველაფრის ღირსები გავხდით. ეს სწორედ მათი დამსახურებაა და ჩვენ ამას მივყვებით. მართალია, წლების განმავლობაში ამისთვის ვემზადებოდით, შეიძლება უფრო მეტადაც ვემზადებოდით, ვიდრე სხვა ასოცირებული ქვეყნები, მაგრამ დღეს ეს უკრაინელების დამსახურებაა. რა იქნება ევროკავშირის პახუხი, მე ვერ გეტყვით, თუმცა ნაწილობრივ ესეც ჩვენზე არის დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით ამ პერიოდში და რამდენად მზად ვიქნებით, რომ ნამდვილი ვალდებულებები ავიღოთ იმის მიმართ, რაც ამ ქვეყანაში უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, სასამართლო, ეკონომიკის განვითარება და ა.შ."- თქვა ზურაბიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას - უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა და თქვა, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში; როგორ არ გიჩნდებათ ელემენტარული ემოცია, ან პროტესტი?!
27 მაისი, 2022 , 19:20

საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს ერთადერთი ძალიან სწორი მიზეზით, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი - ირაკლი ღარიბაშვილი
27 მაისი, 2022 , 19:14
პრემიერი ოპოზიციაზე - გვთხოვდნენ, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები, ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ჩართულობას საომარ მოქმედებაში
27 მაისი, 2022 , 18:43

პრემიერი ოპოზიციას - ჩვენ რომ ორი თვის წინ ეს სისულელე გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და პასუხი, მოქალაქეებისთვის?
27 მაისი, 2022 , 18:38

ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში - ირაკლი ღარიბაშვილი
27 მაისი, 2022 , 18:30
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს
27 მაისი, 2022 , 15:24