უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ნოემბერი, 2019 11:15
font-size

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

11 ნოემბერს საქართველოს ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ეწვევა, რაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავჯდომარეობას უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდება. მხარეები საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ასევე, საუბარი შეეხება საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.

ვიზიტის დროს დაგეგმილია ევროპის საბჭოს 70 წლისთავისა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია. გარდა ამისა, გაიმართება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია.

2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოსა და ქართული მხარის აქტიური თანამშრომლობით მომზადდა და მიზნად საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ისახავს.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.

მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, არ მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის ბლოკირებაში, რადგან ამას სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება - მამუკა მდინარაძე

18 ნოემბერი, 2019 , 16:00

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს. მისი თქმით, ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს. "ვფიქრობ, რომ ბიუროს სხდომა აუცილებლად

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში იმყოფება

18 ნოემბერი, 2019 , 14:20

საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს პენტაგონში გამართავს, სადაც საქართველოსა და აშშ-ის შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება. დოკუმენტს ხელი თავდაცვის დეპარტამენტში მოეწერება. როგო

ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას - კახა კალაძე

18 ნოემბერი, 2019 , 12:50

2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით ისევე, როგორც ტარდებოდა აქამდე, უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძემ ბრიფინგზე გა

ეს მიზანი ჩანს და ეს გეგმაც კარგად იკვეთება - ეკა ბესელია

18 ნოემბერი, 2019 , 12:10

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელიც მივლინებით უცხოეთში იმყოფება, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება და მიანიშნებს, რომ ვითარების რადიკალიზაცა ხელისუფლებას აწყობს. „მინდა გ

ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2019 , 11:40

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, გია ვოლსკიმ შეცვალოს

16 ნოემბერი, 2019 , 16:50

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, გია ვოლსკიმ შეცვალოს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ამჟამად, გია ვოლსკის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ვიცე-სპიკერის პოსტი უკავ