უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 მაისი, 2018 17:30
font-size

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე გაეროს მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის(UN ESCAP) 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროზე ისაუბრა.

„ მე წარმოვადგენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, რომელიც არის ქოლგა ორგანიზაცია და მთელი ქვეყანის მასშტაბით აერთიანებს დაახლოებით 3800 ფერმერს. ჩემს ქვეყანაში ფერმერობა მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხერხემალად შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა არ არსებობს მდგრადი განვითარება, მშვიდობის გარეშე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე, საქართველო ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია იმ გამოწვევებით, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას ამ გარდამავალ პერიოდში. საქართველო პატარა, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, 3.7 მილიონიანი მოსახლეობით, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 4000 დოლარი და უმუშევრობის დონე 12%-ს. სამუშაო ძალის ერთი მესამედი თვითდასაქმებულია, როგორც ფერმერი“, - განაცხადა ზამბახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ იმ გამოწვევებს გაუსვა ხაზი, რომელმაც 2012 წლიდან ხელი შეუწყეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებას.

„ 1999 წლიდან მოყოლებული, სოფლის მეურნეობაში მთლიანი შიდა პროდუქტი 25%დან 9%-მდე დაეცა და დღემდე ასეა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი გახდა გლეხი - არა იმიტომ რომ ეს მათი არჩევანი იყო, არამედ მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. თუმცა, ეკონომიკურმა რეფორმებმა და სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დონორების მხრიდან წამოსულმა ინიციატივებმა, 2012 წლიდან ხელი შეუწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებას. დღესდღეობით, ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი გამოწვევაა საქართველოსთვის. ქვეყნისთვის სიღარიბის შემცირება კვლავ პრიორიტეტად რჩება. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის წილი, წლიდან წლამდე მცირდება. სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იზრდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ის 32%-ით გაიზარდა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტს ის 40 %-ით გაიზარდა. მიუხედავად ყველაფრისა, სოფლის მეურნეობის სფეროს სჭირდება გაუმჯობესება ქვეყნის განვითარებისთვის,“-განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

როგორც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ გაეროს მინისტერიალზე აღნიშნა, დაბალი პროდუქტიულობა მუდმივად ხელის შემშლელი ფაქტორი იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობისათვის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. იმისათვის, რომ მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს, საქართველოს მეწარმეებმა კონცენტრაცია უნდა გააკეთონ კვების უსაფრთხოებასა და ხარისხზე, რათა აღნიშნული შესაბამისობაში მოდიოდეს იმ ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. „ საქართველოში კვების უსაფრთხოების მხრივ დიდი გამოწვევა არის იმპორტის მაღალი მაჩვენებელი , მცირე ადგილობრივი წარმოება და ხარისხიან საკვებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. საკვების რეზერვის არ ქონის გამო, საქართველოს პროდუქტების 70%-ი იმპორტირებული იყო. თვითუზრუნველყოფის დონე არის 20 % და უფრო დაბალი სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის. თუმცა მდგომარეობა უმჯობესდება. Global Hunger Index - ის თანახმად, საქართველო 119 ქვეყნიდან 32-ე ადგილზეა შიმშილობის დაბალი ინდექსის მაჩვენებლით, ჯინის კოეფიციენტი არის 0,39, რაც გულისხმობს საშუალო უთანასწორობის დონეს. პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. სტაბილური პოლიტიკური გარემოს შემთხვევაშიც რთულია კვების უსაფრთხოების საკითზე ზრუნვა სახელმწიფოს მონაწილეობის და მკაფიო პოლიტიკის გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისათვის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, „-აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა, განათლებისა და ფინანსური უზრუნველყოფის თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხსაც ეხებოდა, რომელიც ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით სოფლად მყოფი მოსახლეობისთვის. ტექნოლოგიების გარეშე, ფერმერების მოსავალი მცირეა ერთ ჰექტარზე და მათ არ აქვთ შესაძლებლობა , რომ იყვნენ კონკურენტუნარიანები ადგილობრივ ბაზარზეც კი. არ არსებობს ფერმერთა რეესტრი. მიწის რეგისტრაციის პროცესი არ დასრულებულა. შესაბამისად, ფინანსურ ინსტიტუტებს ეს სფერო სარისკოდ და ნაკლებ შემოსავლიანად მიაჩნიათ. “მაღალ სტანდარტებთან შესაბამისობისა და განვითარების სურვილით, საქართველო შეუერთდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში. მდგრადი განვითარების საბჭო შეიქმნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ პროგრესის მონიტორინგის მიზნით, სადაც საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აქტიური მონაწილეა. მონაცემების გარეშე რთულია პროგრესისთვის თვალის დევნება, მაგრამ ზოგადი დინამიკა პოზიტიური და იმედისმომცემია“.

უნდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მხარს უჭერენ ფერმერებს, ახალგაზრდებს, ეთნიკური უმცირესობებს და ქალებს სხვადასხვა პროექტების მეშვეობით. „ ასევე აღსანიშნავია ევროკავშირის, USAID - ის, ავტრიის განვითარების სააგენტოს, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს, BP-ის, UNDP -ის, UN Women-ის , FAO-ს და IFAD - ის უდიდესი წვლილი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროცესში. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი ამაყად ისაუბრებს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევებსა და წინსვლებზე. ასევე, სიამაყით იტყვის ,რომ არავინ დარჩენილა უყურადღებოდ ,“-განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

საკვანძო სიტყვები:

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია საქართველოში შემოდის

24 იანვარი, 2019 , 13:54

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოდის. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და Camille Bloch-ის აღმასრულებელ დირექტორის, დანიელ ბლოხის შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ კო

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

24 იანვარი, 2019 , 09:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 24 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6599 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6611 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0012-ით

200 ათას ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი

23 იანვარი, 2019 , 17:42

დღეიდან 200 ათას ლარამდე ოდენობის სესხის აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში იქნება შესაძლებელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ახალი ზღვარი ძალაში დღეიდან შევიდა. “თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

23 იანვარი, 2019 , 17:34

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 24 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6599 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6611 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0012-ით

ეროვნულმა ბანკმა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

23 იანვარი, 2019 , 16:36

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6601 შეადგინა.

თავისუფალი ეკონომიკის განვითარების მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კარგი შეფასებები გვაქვს - დავით ზალკალიანი

23 იანვარი, 2019 , 14:54

საქართველოს თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალის შესაძლებლობის კუთხით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან კარგი შეფასებები აქვს, – ამის შესახებ საგარეო საქმ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`