უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 აგვისტო, 2019 16:00
font-size

„საქართველოს ფოსტა ემიგრანტებისთვის“ - ამანათების ტარიფი მცირდება

„საქართველოს ფოსტამ“ კამპანია „საქართველოს ფოსტა ემიგრანტებისთვის“ დაიწყო, რაც საქართველოდან იტალიისა და საბერძნეთის მიმართულებით ამანათების სახმელეთო გზით გაგზავნის ტარიფის მკვეთრ შემცირებას გულისხმობს.

ფოსტის ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით მიიღო, რომ საბერძნეთსა და იტალიაში ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს.

ამასთანავე, კომპანიის ცნობით, „საქართველოს ფოსტა“ ემიგრანტებს საშუალებას აძლევს, დასაქმდნენ ადგილზე, თავად მოახდინონ ამანათების გაცემა-შეგროვება და გამოიმუშაონ დამატებითი შემოსავალი, ხოლო საბერძნეთსა და იტალიაში, „საქართველოს ფოსტის“ პარტნიორი ემიგრანტების მიერ მიღებული ამანათების ტრანსპორტირებას საქართველოში და მათ ადგილზე დარიგებას მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს „საქართველოს ფოსტა“.

პროექტის ფარგლებში, ტარიფი ვრცელდება სახმელეთო ამანათებზე, რომლის მიმდინარე საფასური საბერძნეთის მიმართულებით არის 1 კგ. – 1,5 ევრო, ხოლო იტალიის მიმართულებით 1 კგ. – 2 ევრო. აღნიშნული ტარიფი ვრცელდება ნებისმიერი ტიპის შიგთავსის მქონე ამანათებზე.

აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია „საქართველოს ფოსტის“ ყველა სერვისცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით.

კობა გვენეტაძემ მდგრადი დაფინანსების შესახებ მრგვალი მაგიდის სადისკუსიო პანელზე პრეზენტაცია წარადგინა

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

საქართველოს ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და IFC-ის მხარდაჭერით შექმნილი მდგრადი საბანკო ქსელის (SBN) ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომ

კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური ფორუმის ფარგლებში შეხვედრებს მართავს

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნული

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ ექვს გუნდს შორის ჟიურიმ ორი გამარჯვებული დაასახელა, ხოლო ერთი საზოგადოების რჩეული გახდა. ამის შესახებ „მედიანიუს

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო ქსელის შეფასების სისტემაში ორი ნაბიჯით დაწინაურდა

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო ქსელის შეფასების სისტემაში ორი ნაბიჯით დაწინაურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლიდან მდგრ

ბილაინი NASA Space Apps Challenge-ის პარტნიორია

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, „ბილაინი“ მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერია. Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული შეჯი

ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს პოტსდამის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

17 ოქტომბერი, 2019 , 22:20

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს გაცნობითი ვიზიტით პოტსდამის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) დელეგაცია ეწვია, რომელსაც პროფესორები - იორგ რიოდერი და გიუნტერ სეიდლი ხელმძღვანელობდნენ. ვიზიტის ფა