უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

4 ნოემბერი, 2016 17:10
font-size

საქართველოს გადაქცევა საპარლამენტო რესპუბლიკად ქვეყნის დაქცევა იქნება - ნინო ბურჯანაძე

„ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, საქართველოს გადაქცევა საპარლამენტო რესპუბლიკად ქვეყნის დაქცევა იქნება.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქვეყანაში უნდა შენარჩუნდეს საპრეზიდენტო ინსტიტუტი. დღეს ძალიან ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სრულყოფილად უნდა გადაიქცეს საპარლამენტო რესპუბლიკად. ეს იქნება ქვეყნის პრაქტიკულად დაქცევა და სახელმწიფოებრიობის გაუქმება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო მოდელი ვერ იმუშავებს ისეთ ქვეყანაში, სადაც არის არაფორმალური მმართველობა.

„დიახ, ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს მოდელი მუშაობს, მაგრამ ამ ევროპულ მოდელებში არ არსებობს არაფორმალური მმართველობა. არ არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც არის პოლიტიკაში, რომელსაც საკუთარი ბიუჯეტი ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი აქვს, რომელიც მართავს მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს, მედიის ძალიან დიდ ნაწილს და რომელსაც უნდა ახლა საპრეზიდენტო ინსტიტუტიც ჯიბეში ჩაიდოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მონიკა დავლიანიძე

უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია, წვლილი შეიტანოს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში - ნათია თურნავა

12 აპრილი, 2021 , 17:15

ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში გავმართავთ ფართომასშტაბიან შეხვედრას, რომელზეც ვიწვევთ არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია და თვლის, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანჰ

მგონია ვიღაც არის დაინტერესებული ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს - კვირიკაშვილი მუხთარლიზე

9 აპრილი, 2021 , 14:15

თუ ეს ბრალდება არის აბსურდი და მე ზუსტად ვიცი, რომ აბსურდია, არ ვიცი როგორ უნდა დავიჯერო ნებისმიერი სხვა სიტყვა, რომელსაც ეს ადამიანი ამბობს – ამის შესახებ განცხადება, ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირი

ნიკანორ მელიას პატიმრობა თავად ნიკანორ მელიას თვითმიზანია - ამირან გულუაშვილი

8 აპრილი, 2021 , 11:35

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკანორ მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა. როგორც გულუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკ

რეიტინგების ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია - დავით სერგეენკო

7 აპრილი, 2021 , 12:30

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განაცხადებით, რეიტინგის ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია. „სოციალური გამოკითხვებით მიღებული რეიტინგები ჩემში კითხვებს აჩენდა ხოლმე, როცა წინა წლებში ამ რ

არ შეიძლება ჩვენ ხალხს ასეთი ბრიყვი ადამიანი, წარმოუდგენელი არარაობა ჰყავდეს კონსტიტუციით პირველ პირად – ლევან ბერძენიშვილი

5 აპრილი, 2021 , 16:00

“მე არ მეგონა, რომ საქართველოს მთავრობა გაბედავდა და დაიცავდა პოზნერს ქართველი ხალხისგან. ამას არ ველოდი ამ მთავრობისგანაც კი, მაგრამ საქართველოს მთავრობა ხო არ არსებობს, არსებობს ერთი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუპ

ის მიზეზი, რაც იწვევდა `ნამახვანი ჰესის` უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს, მოხსნილია - კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას - ნათია თურნავა

4 აპრილი, 2021 , 17:25

„მსურს მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს - ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია - კომპანიასთან შეთანხმ