უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 მარტი, 2017 12:15
font-size

საქართველოს იდენტობა, ჩვენი ერის უძლეველი ისტორია, თავიდან ბოლომდე გადაჯაჭვულია ჩვენს ეკლესიასთან - გიორგი მარგველაშვილი

ჩვენი თვითმყოფადობის გამოკვეთა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ მიიღო ქრისტიანობა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო იდენტობას რელიგიურობასთან ერთად ინარჩუნებდა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა უკავშირდება ან წინაპირობაა საქართველოს თავისუფლების აღდგენის.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის პირველმა პირმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

”საქართველოს იდენტობა, ჩვენი ერის უძლეველი ისტორია, თავიდან ბოლომდე გადაჯაჭვულია ჩვენს ეკლესიასთან. ჩვენი თვითმყოფადობის გამოკვეთა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ მიიღო ქრისტიანობა. ჩვენი მართლმადიდებლური მრწამსი და სახელმწიფოებრიობა, საუკუნეების განმავლობაში იყო საშინელი დარტყმების წინაშე და ყოველთვის ჩვენს იდენტობას, ჩვენს რელიგიურობასთან ერთად ვინარჩუნებდით. სწორედ ამიტომ საქართველოს კონსტიტუცია განსაკუთრებით უსვამს ხაზს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლს, ჩვენი კულტურისა და სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა უკავშირდება ან არის წინაპირობა საქართველოს თავისუფლების აღდგენის.

თქვენო უწმინდესობავ! მე მახსოვს, რამდენად რთული გზა გაიარეთ პირადად თქვენ, რომ ეს მიღწევა ყოფილიყო აღიარებული სხვა ქვეყნების მიერაც და სწორედ ესეც აღინიშნა, რომ 1990 წელს, უკვე მსოფლიოს კონფესიებმა აღიარეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და დამოუკიდებლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება, რომ ამ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდით ჩვენს ეკლესიას, პირველ რიგში თქვენ, წმინდა სინოდს, მამებს და დედებს, რომლებიც ლოცულობენ ჩვენთვის. თითოეულ ქართველს, განურჩევლად აღმსარებლობისა, მივულოცავ ამ დღეს და გისურვებთ ერთმანეთის გაძლიერებას, გავაგრძელოთ დამოუკიდებელი საქართველოსა და ძლიერი ეკლესიის შენება”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ვითიბი ბანკი მომხარებელს სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ პროდუქტს სთავაზობს

21 ნოემბერი, 2018 , 12:15

დღეიდან ვითიბი ბანკში, შესაძლებელი გახდა კომპანია „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის შეძენა. სპეციალურად ვითიბი ბანკის მომხარებელისთვის შექმნილი სადაზღვეო პაკეტის შეძენა დღეში ერთ ლარად არის ხელმისაწვდომი. სამოგ

დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს ახალი ინიციატივები გააცნო

21 ნოემბერი, 2018 , 12:15

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში საქართველოს სამთავრობო დელეგაციასა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს დიაპორასთ

ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ის ქირაობს ხელისუფლებას და ის მას ემსახურება - ბიძინა ივანიშვილი

21 ნოემბერი, 2018 , 11:10

„ის ბზარი რაც გაჩნდა საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება ცალკეა და საზოგადოება ცალკეა, უნდა გამრთელდეს და გამთლიანდეს,“ - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციისანგარიში მოისმინეს

21 ნოემბერი, 2018 , 11:10

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის გაცნობას დაეთმო სპორტისა და ახალგაზ

მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს

21 ნოემბერი, 2018 , 10:35

მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს . ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. მთავარანგელოზობის დღესასწაულზე წმინდა მთავარანგელოზების, მიქაელის და სხვათა უხორცოთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა, განახლდა ვიდეო მონიტორინგის სისტემები

21 ნოემბერი, 2018 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა, იზოლატორებში ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის დასაქმების პროექტის ფარგლებში, მცხეთის, საგარეჯოს, ყვარლის, ზეტაფონისა და ფოთის იზოლატორებში სამ