უახლესი ამბები
- 02.03.2021 17:43ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
- 02.03.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა
- 02.03.2021 17:15ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- 02.03.2021 17:15როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
- 02.03.2021 17:15შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
- 02.03.2021 16:00ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი
- 02.03.2021 16:00„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
- 02.03.2021 16:00ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 02.03.2021 16:00კაცმა ცოლი ბიჭთან მეგობრობისა და საკუთარი თანხების განკარგვის გამო აწამა - პროკურატურა
- 02.03.2021 16:00რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
არქივი
პოლიტიკა

საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს უკლებლივ ყველა წევრი კატეგორიულად ემიჯნება სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიტსაბჭოს ზოგიერთი წევრი არის ანტიდასავლური განწყობის.
„პოლიტსაბჭოს ამჟამინდელი წვერების მიერ სხადასხვა წლებში, სხვადასხვა დროს მედიაში გავრცელებული განცხადებები შეუძლებელია ყოფილიყო მიმართული საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. თითოეული კომენტარი, თუ განცხადება იყო გამსჭვალული მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით. სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ჩამოყალიბების შემდეგ დღევანდელ მედიაში მოხდა იმჟამინდელი განცხადებების ხელახლა წარმოჩინება, რომლის უმეტესობა არის დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
„ევროპელი სოციალისტების“ თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი უნდა იყოს ორიენტირებული მრავალვექტორულ პოლიტიკაზე და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.
„საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში, არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს. საქართველო არის და იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი. პარტიის თავჯდომარე ბატონი ფრიდონ ინჯია გახლავთ საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტიის საპარლამენტო დეპუტატთა საქმიანობა ამ მიმართულებით იქნება ძალიან აქტიური. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროპულ თანამეგობრობაში. ევროპელი სოციალისტების ხედვა საქართველოს მომავლის განვითარებასთან დაკავშირებით სწორედ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას უკავშირდება. პარტიას მიაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო კურსი უნდა იყოს ორიენტირებული მრავალვექტორულ პოლიტიკაზე და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე“ - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის მთავარი იდეოლოგია ეფუძნება ეროვნულ და პატრიოტულ სულისკვეთებას. „ევროპელი სოციალისტების“ სამომავლო გეგმაში უმთავრესი ადგილი უკავია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას.
„მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, პარტიას გააჩნია საკუთარი გეგმები, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებს. მათი მიღების შემთხვევაში, ხელისუფლებას მიეცემა საშუალება, ქმედითი ზომები გაატაროს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან და პანდემიიდან გამოწვეული მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ, - აღნიშნულია განცხადებაში.
ქვეყნის უსაფრთხოება, ეროვნულობა და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პარტიის უმთავრესი პრიორიტეტია.
„ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ეროვნულობა, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა „ევროპელი სოციალისტების“ მთავარი პრიორიტეტია. უდავოდ მნიშვნელოვანია საქართველოს გაწევრიანება ნატოში, მით უფრო, როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩართულია სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში და ეს ქვეყნისთვის დიდი პრვილეგიაა. „ევროპელი სოციალისტები“ ვგმობთ საქართველოს ოკუპაციას და არ დავიშურებთ ძალისხმევას, ვიბრძოლოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და გამთლიანებნისათვის“ - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
2 მარტი, 2021 , 17:43

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
2 მარტი, 2021 , 17:15
„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
2 მარტი, 2021 , 16:00
რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
2 მარტი, 2021 , 16:00

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია
2 მარტი, 2021 , 16:00

წინასწარ საუბრები კომპრომისებზე, წითელ ხაზებზე სწორი არ არის, დღის წესრიგი ცნობილია, რაზეც ვსაუბრობთ, დანარჩენი მოლაპარაკების შედეგია - გიგი უგულავა
2 მარტი, 2021 , 14:55