უკან

პოლიტიკა

7 ნოემბერი, 2016 17:35
font-size

საქართველოს იტალიის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

2017 წლის იანვარში საქართველოს პრემიერ–მინისტრი იტალიის რესპუბლიკას ეწვევა,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის, პაოლო ჯენტილონის შეხვედრაზე აღინიშნა.

ოფიციალური ცნობით, მხარეებმა საქართველო–იტალიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მხარეებმა აღინიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. პაოლო ჯენტილონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. გიორგი კვირიკაშვილმა პაოლო ჯენტილონის ვიზიტი იტალიის მთავრობის მხრიდან გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად შეაფასა.

„ამ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ იტალიის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად. დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივ ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მზარდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ასევე, რეგიონულ და გლობალურ პროცესებზე. დღეს, მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე; მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველო თანმიმდევრულად და უწყვეტად აგრძელებს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე განმარტებით, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობასა და საქართველოში მეტი იტალიური ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე.

„მეტად დინამიურია საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ამ მიმართულებით არაერთი წარმატებული პროექტის მომსწრენი გავხდებით. დასასრულს, კიდევ ერთხელ გამოვხატავ კმაყოფილებას იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის პაოლო ჯენტილონის ვიზიტთან დაკავშირებით. მინდა გამოვთქვა კმაყოფილება, რომ ჩვენ განვიხილეთ ჩემი იტალიაში მომავალი ვიზიტის საკითხები და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი, რომელიც შედგება იანვარში, იქნება ახალი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დასაწყისი. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მზარდი ურთიერთობები ამ ვიზიტის შემდგომ შეიძენს ახალ დინამიკას და ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვუყურებთ მომავალს,“–აღნიშნა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები ახლო მომავალში მნიშვნელოვნად გაღღმავდება.

„იტალია ნამდვილად შეგიძლიათ მოიაზროთ, როგორც ერთ–ერთი მეგობარი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სვლას ევროიტეგრაციისკენ და ნატოსკენ. ეს გზა ნაბიჯ–ნაბიჯ გაქვთ გასავლელი და გქონდეთ იტალიის მხრიდან თითოეული ნაბიჯის მხარდაჭერის იმედი. რა თქმა უნდა, იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გაგვაჩნია ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალი.დღეს მე და პრემიერ–მინისტრმა ერთმანეთს ვუთხარით, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია იტალიაში ჩავატაროთ ბიზნესფორუმი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს ბიზნესწრეები, ისე იტალიის ბიზნესსექტორი, რაც კიდევ ერთი ბიძგი იქნება არსებული ურთიერთობების გაღრმავებისა. მოუთმენლად ველი პრემიერის ვიზიტს ახლო მომავალში”, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დღესვე ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს: „იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მემორანდუმს“ და „იტალიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების აღმასრულებელ პროგრამას“. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი