უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 აპრილი, 2020 22:12
font-size

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოსადმი საგანგებო მიმართვა

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, - ამის შესახებ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოსადმი მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

"ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ.

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს.

სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა:

ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები:

ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია;

საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში - შეზღუდული რაოდენობით მრევლიც;

საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები;

მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.

ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს.

ილოცეთ და გაძლიერდით!

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით,“ ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II",-აღნიშნულია მიმართვაში.

არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს მტერი და მოყვარე - მეუფე მელქისედეკი

26 მაისი, 2020 , 17:45

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკ (ხაჩიძე) მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „1918 წლის 26 მაისს, სწორედ ამ დღეს წერდა გაზეთი „საქართველო“- ,,საქართველოს დამოუკიდებლო

მე-12 საუკუნის ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრაცია უტარდება

26 მაისი, 2020 , 17:34

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“ ლახამულის ოთხთავის რესტავრაციას იწყებს. სოფელ ლახამულის რამდენიმე წარმომადგენელთან ეროვნულმა არქივმა მიღება-ჩაბარების აქტი

27 მაისს საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ინდოეთიდან დაბრუნდებიან

26 მაისი, 2020 , 17:25

  საქართველოს მოქალაქეები ინდოეთში, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინ

კახა კოჟორიძე კახა კალაძეს: რატომ არის პარლამენტის შენობასთან ტერიტორია თვეების განმავლობაში შემოღობილი

26 მაისი, 2020 , 17:01

„ლელო საქართველოსთვის“ წევრს, კახა კოჟორიძეს დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან კითხვა აქვს, რატომ არ დასრულდა თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სარეაბილიტაციო სამუშაოები. კოჟო

„გადარჩენის პარკი” - დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ

26 მაისი, 2020 , 16:48

დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე შექმნილი ვითარება მძიმედ აისახა სექტორზე. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. &bdquo

დამოუკიდებელი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ შევქმნით ბედნიერი და რეალიზებული ადამიანების ქვეყანა - მამუკა ხაზარაძე

26 მაისი, 2020 , 16:21

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ლელო საქართველოსთვის" პარლამენტის შენობის წინ გამართა გამოფენა "26 მაისი დამოუკიდებლობის 102 წელი". ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი,