უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 ოქტომბერი, 2018 11:55
font-size

საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით განახორციელა ის, რომ ტელეკომპანია „იბერია“ არის დახურული - არხის 200-მდე თანამშრომელი გაურკვევლობაშია

„ხელისუფლებამ დახურა იბერია“, - მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იბერიამ“ დახურვის შესახებ განაცხადა, ეთერში საპროტეტსო წარწერა გადის.

არჩევნებამდე 12 დღით ადრე არხის დახურვის მიზეზად ხელმძღვანელობამ ფინანსური კრიზისი დაასახელა, რომელიც, მათი განმარტებით, მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფს“ პრობლემები შეუქმნა.

„იბერიას“ დამფუძნებელმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ შექმნილი კრიზისის გამო ბიზნესმენებს არხზე რეკლამის განთავსებისკენ მოუწოდა.

„თუკი უნდათ, რომ ამუშავდეს ტელეკომპანია „იბერია“, ამისთვის არსებობს ორი საშუალება. ერთია, „ომეგა ჯგუფი“ ამუშავდეს და მეორე საშუალებაა, ყველა, ვინც მუშაობს და ჯერ არ დახურულა ამ ხელისუფლების პირობებში, შემოიტანოს რეკლამა“, - განაცხადა არხის მფლობელმა ნატო ჩხეიძემ.

წლების განმავლობაში ტელეკომპანია „იბერიას“ მისი მფლობელი "ომეგა ჯგუფი" აფინანსებდა. მას შემდეგ კი რაც ხელისუფლებამ „ომეგას“ პრობლემები შეუქმნა და სიგარეტის ქარხანა OGT-ი დახურა, არხზე კრიზისი შეიქმნა.

„იბერიას“ 200-მა თანამშრომელმა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს მუშაობას.

„კომპანიას არავითარი სახსრები აღარ აქვს, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. ამოწურულია ყველანაირი დაფინანსება და პრაქტიკულად დღეიდან ვართ ჩვენ, ტელეკომპანია „იბერიაში“ მომუშავე ადამიანები, უმუშევრები. საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით განახორციელა ის, რომ ტელეკომპანია „იბერია“ არის დახურული , - განაცხადა „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა.

გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

7 აპრილი, 2020 , 15:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალ

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

6 აპრილი, 2020 , 19:56

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვიცე-სპიკერებთან, ფრაქციებისა და კომიტეტების ხელმძღვანელებთან უმრავლესობის ფორმატში ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ონლაინ-შეხვედრაზე კოვიდ19

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

3 აპრილი, 2020 , 12:20

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ მიმართვას, რომლის ადრესატებიც აშშ-ს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, კანადის მთავრობა, ნორვეგიის მთავრობა, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვით

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`