უახლესი ამბები
- 18.11.2025 13:58საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
- 18.11.2025 12:14მცდელობასაც კი არ დავუშვებთ, ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს არათუ ხელი შეუშალოს, თუნდაც რეპუტაციული ზიანი მიაყენოს - მარიამ ქვრივიშვილი
- 18.11.2025 12:02მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
- 18.11.2025 11:55პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
- 18.11.2025 11:47ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
არქივი
მსოფლიო
საქართველოს ხელისუფლებას ჩემი ექსტრადიცია რომ სურდეს, გუშინვე გააკეთებდა - მიხეილ სააკაშვილი
უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთს პოლიტიკურ თავშესაფარს არ სთხოვს. ამის შესახებ მან არხ NEWSONE-ს უთხრა.
„ახლა პოლონური პოლიციის დაცვის ქვეშ ვარ. ველაპარაკე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მათ დამირეკეს, როცა აეროპორტში ჩამოვედი. პოლონეთს პოლიტიკურ თავშესაფარს არ ვთხოვ“, -თქვა ოდესის ექს-გუბერნატორმა.
სააკაშვილის თქმით, თვითმფრინავში სამართალდამცველებმა მას საიმიგრაციო სამსახურის დადგენილება წაუკითხეს.
საქართველოს ყოფილმა პირველმა პირმა სასაცილო უწოდა მისი პოლონეთიდან საქართველოში ექსტრადიციის შესაძლებლობას.
„როგორც ოდესაში იტყვიან, ჩემს ჩუსტებს ნუ აცინებთ. საქართველოში ამ ხელისუფლებას ეშინია ჩემი, როგორც ეშმაკს საკმევლის. მათ რომ ჩემი ექსტრადიცია სურდეთ, გუშინვე გააკეთებდნენ. თავიდანვე ვამბობდი, რომ საქართველოსა და უკრაინას ჩემ წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები არ აქვთ“, -განაცხადა სააკაშვილმა.
ოდესის ექს-გუბერნატორი სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს ვარშავაში.
გუშინ სპეცრაზმელთა ჯგუფმა სააკაშვილი კიევში, რესტორან „სულგუნში“ დააკავა. შემდეგ ოდესის ექს-გუბერნატორი კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადაიყვანეს „რეადმისიასთან“ [არალეგალის იმ ქვეყანაში დაბრუნება, საიდანაც ის არალეგალურად შევიდა სხვა სახელმწიფოში] დაკავშირებული განცხადების მიხედვით, რომელიც პოლონურ მხარეს უკრაინის ეროვნულმა საიმიგრაციო სამსახურმა მიაწოდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

