უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 დეკემბერი, 2017 10:45
font-size

საქართველოს კომერციული ბანკები მომგებიანობით ევროპისა და აზიის კონტინენტის სახელმწიფოთა შორის პირველ ადგილზეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაცით, საქართველოს კომერციული ბანკები მომგებიანობით ევროპისა და აზიის კონტინენტის სახელმწიფოთა შორის პირველ ადგილზეა. ამავე ფონდის კვლევით, საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. 2015 წლის კვლევებით, ჩვენთან ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს აქვს ბანკის ვალი. ამის შესახებ „კომერსანტი“ წერს.

სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეშფოთებას გამოხატავდა, რომ საქართველოში ყოველი მესამე სესხის ამღები ფიზიკური პირი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდიდა ბანკის ვალის მომსახურებისათვის ყოველთვიურად. დღეს ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება.

ფინანსისტი მიხეილ დუნდუა გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საბანკო სფეროში გარკვეული ცვლილებები დაწესდეს: „უნდა შევასრულოთ სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, სესხის მომსახურება/შემოსავალთან ლიმიტი უნდა დაწესდეს მხოლოდ შინამეურნეობებისათვის გასაცემ ყველა იპოთეკურ და არაიპოთეკურ სესხზე. ასევე, სესხის მომსახურება, ანუ სესხის დასაფარად ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა იყოს მსესხებლის შემოსავლის 30%-ზე დაბალი, უცხოურ ვალუტაში კი 20%-ზე დაბალი. კომერციულმა ბანკებმა არ უნდა მიაქციონ ზედმეტი ყურადღება გირაოს უზრუნველყოფას, შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა კი სამუდამოდ უნდა აიკრძალოს.

2014 წელს სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოხატავდა, როცა მიუთითებდა, რომ საბანკო სესხის ამღები პირების ერთი მესამედი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს ბანკის ვალის მომსახურებისთვის იხდისო და მოუწოდებდა ეროვნულ ბანკს ლიმიტების დაწესებისკენ. დღეს ეს მაჩვენებელ გაცილებით, გაცილებით მაღალი იქნება“, - აცხადებს დუნდუა.

„არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ თავმჯდომარის ირაკლი ბერძენაძის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოში კომერციული ბანკები მომგებიანობით პირველ ადგილზე არიან ევროპასა და აზიაში, განპირობებულია როგორც არასაპროცენტო, ასევე საპროცენტო შემოსავლებითაც.

„ტენდენცია არის ასეთი, რომ ძირითადად ბანკების მოგება არასაპროცენტო შემოსავლების ზრდის ხარჯზე იზრდება, როგორიცაა, ჯარიმები, სავალუტო ოპერაციები, სხვადასხვა საკომისიო გადასახადები. სესხის გაცემის ლიმიტები, რაც უნდა შევამციროთ, ეს ერთიან მონაცემებზე არ აისახება. საბანკო სფეროთი დაინტერესებული ინვესტორებისთვის სწორედ ეს არის მომხიბვლელი, რომ საქართველოში არის განუკითხავი საფინანსო სისტემა, რომელსაც მომკითხავი და რეგულატორი არ ჰყავს. შესაბამისად, ბანკები გადიან მოგებაზე. გარდა ამისა, ბანკებს შემოსავლების მიღებას ვერ დავუშლით. თუმცა უნდა არსებობდეს რეგულატორი“, - აცხადებს ბერძენაძე.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან ბაზრის კონტროლი აუცილებელია: „ეროვნულ ბანკს უხარია ის, რომ წარმატებული საბანკო სისტემა გვაქვს, მაგრამ რას ნიშნავს ეს? მარჟა არის ძალიან მაღალი და სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას აწევს, რაც წარმატება არმგონია. ბაზრის კონტროლი ეროვნული ბანკის საქმეა. წარმატებული საბანკო სისტემა ნიშნავს ისეთ სისტემას, სადაც მოქალაქე არის დაცული და ბანკი ლოგიკურ შემოსავალს იღებს. დღეს ბანკები არალოგიკურ შემოსავალს იღებენ. წარმატებული საბანკო სისტემა იქნება მაშინ, როდესაც მოსახლეობის საშუალო ფენისთვის საბანკო კრედიტი და მისი შემდგომი ჯარიმები წნეხი აღარ იქნება, — განაცხადა ბერძენაძემ.

რაც შეეხება სესხის მომსახურების საკითხს, ირაკლი ბერძენაძის თქმით, ეროვნული ბანკის მხრიდან მსესხებლის ასაკობრივი ზღვარიც უნდა დაწესდეს.

„წარმოუდგენელია დღეს ბანკმა გასცეს სესხი პირზე, რომლის საკრედიტო ვალდებულებების 60% მიდის სესხებში. ბანკი ასეთ რისკში თავიდანვე არ შედის. რეგულატორის მხრიდან გასაკეთებელია ის, რომ მსესხებლის ასაკი შეიზღუდოს. არ შეიძლება სესხი 21 წლის ან ნაკლების ასაკის ადამიანს მისცეს ბანკმა. ასევე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს შემოსავლები. კომერციულმა ბანკებმა კი რისკების მხარე უნდა გააძლიერონ“, - აღნიშნავს ირაკლი ბერძენაძე.

საკვანძო სიტყვები:

სახელმწიფოს ხელშეწყობით კომპანია „ჩირინა“ წარმოებას აფართოვებს

16 დეკემბერი, 2017 , 13:20

სოფელ სართიჭალაში, კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა. მშენებლობა სახელმწოფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. საერთო ინვესტიცია 6 000 00

ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

16 დეკემბერი, 2017 , 11:50

საპენსიო რეფორმის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიისა და ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 დეკემბერი, 2017 , 09:00

15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5405 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5597 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.92 თეთრი შეადგინა.  გაუფ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 დეკემბერი, 2017 , 17:40

15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5405 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5597 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.92 თეთრი შეადგინა.  გაუფა

ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო

15 დეკემბერი, 2017 , 17:40

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო.  როგორც საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, 2018 წლის თბილისის ბიუჯე

ტელეკომპანია ,,იბერია “ ბიზნესთან წარმატებული პარტნიორობისთვის დაჯილდოვდა

15 დეკემბერი, 2017 , 17:00

საქართველოს საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოავლინეს 14 ნოემბერს მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსისა" და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,გორბის“ მიერ გამართულ რიგით მე-18 ბიზნეს-რეიტი