უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 მაისი, 2018 15:15
font-size

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადურმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„ქართულ ენაში კონკურენციის სფეროს მიკუთვნებული ტერმინების სწორად ასახვისა და დამკვიდრების მიზნით ჩვენ ერთად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას განვახორციელებთ. სახელმწიფო ენის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. დეპარტამენტის მიერ სააგენტოსათვის კონსულტაციების გაწევა, რეკომენდაციების შემუშავება, სახელმწიფო ენის ნორმების გამოყენებისა და დაცვის მიზნით უმნიშვნელოვანესია. სწორედ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რაც ხელშემწყობი პირობა იქნება - კონკურენციის კანონმდებლობაში სახელმწიფო ენის ნორმების დამკვიდრებისათვის, კონკურენციის პოლიტიკის წარმართვის პროცესში სააგენტოს მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებში სახელმწიფო ენის ნორმების გამოყენებისა და დაცვისათვის. იმედი მაქვს, რომ ერთობლივად ჩვენ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“, - განაცხადა შეხვედრისას ნოდარ ხადურმა.

„ქართული ენის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, იქნება ეს ბიზნესი თუ სახელმწიფო ინსტიტუტები. რეკომენდაციები ენის დასაცავად, მისი სრულყოფის ხელშეწყობა, საინფორმაციო და მეთოდური ღონისძიებების განხორციელება - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის საქმიანობის უმთავრესი ამოცანებია. ამ საქმეში ჩვენი მოკავშირეები არიან სტუდენტები, მედია, ბიზნესის სფერო და საჯარო დაწესებულებები, მათ შორის საქართველოს კონკურენციის სააგენტო“, - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონკურენციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის წარმართვის პროცესში სააგენტო ხელს შეუწყობს სახელმწიფო ენის სალიტერატურო ნორმათა დაცვასა და პოპულარიზაციას, დეპარტამენტი კი მას კონსულტაციას გაუწევს. ისინი ითანამშრომლებენ საერთო სარეკომენდაციო ჩარჩოს შექმნაზე.

ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა - სერგი კაპანაძე

23 იანვარი, 2019 , 16:48

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე „ქართული ოცნებისგან“ განმარტებას ითხოვს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“. მისის თქმით, ევროსაბჭოში, საპარლამენტო

მთავრობა საქართველოს რეგიონულ ჰაბად გადაქცევას ცდილობს - მამუკა ბახტაძე

23 იანვარი, 2019 , 16:45

საქართველო რუსეთის ოკუპაციას დემოკრატიის კონსოლიდაციითა და ეკონომიკის განვითარებით პასუხობს, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, CNBC-თან ინტერვიუში გააკეთა. „სამწუხაროდ, რუსეთი სა

ჩვენი ისტორიული ფესვები და ჩვენი მომავალიც ევროპულია - მამუკა ბახტაძე

23 იანვარი, 2019 , 15:11

საქართველო წარმოადგენს კარიბჭეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში მთელი ევრაზიის კონტინენტის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება,

მამუკა ბახტაძე დავოსში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს შეხვდა

23 იანვარი, 2019 , 10:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დავოსის მოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს, ჯიმ კარს შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ პრემიერ-მინისტრის პ

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით წარდგენილ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა

23 იანვარი, 2019 , 10:50

ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დაუჭირა მხარი. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე პარლამენტის უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარადგინა. „ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, ტა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისართან თავშესაფრის მაძიებელთა და ცირკულარული მიგრაციის თემატიკაზე იმსჯელა

23 იანვარი, 2019 , 10:25

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტისას, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა და განსაკუთრებული აქცენტი უვიზო რეჟიმის თემატიკაზე გააკეთა. ამის შესახებ ინფორმა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`