მსოფლიო

დონალდ ტრამპმა სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს უკრაინის ომის 100 დღეში დასრულება დაავალა -„უოლ სთრით ჯორნალი“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს უკრაინის ომის 100 დღეში დასრულება დაავალა. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, არავის სჯერა, რომ კიტ კელოგი ამ დავალებას შეასრულებს. ამერიკული გამოცემა წერს, რომ კელოგის, როგორც სპეციალური წარმომადგენლის როლი უკრაინაში, სამშვიდობო მოლაპარაკებებში „დამწყები გამბიტია“, რომლის გაკონტროლებასაც ტრამპი თავად აპირებს. როგორც უკრაინაში ტრამპის წარმომადგენელი, კელოგი მას კონსულტაციებს გაუწევს მოლაპარაკებების საკითხებთან დაკავშირებით.
სტატიის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა ერთხელ მოისმინა ტრამპის განცხადება, რომ მოსწონდა კელოგი, რადგან ის „არასდროს გამოხატავს თავის აზრს, თუ მე არ ვკითხავ მას“. გამოცემის თანახმად, კელოგის სამხედრო გამოცდილება, შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს ტრამპისთვის, თუმცა კელოგს არასოდეს უმუშავია დიპლომატად და „თუ თეთრ სახლში მისი გამოცდილება რაიმეს მიანიშნებს, ის არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთთან რეალურ მოლაპარაკებებში“.
სტატიის თანახმად, ჯონ ბოლტონი შიშობს, რომ მოახლოებულ მოლაპარაკებებში ტრამპმა, შეიძლება, აიძულოს კიევი მოსკოვთან დამღუპველი დათმობებისკენ, „რადგან ეჩვენება, რომ პუტინმა იცის, როგორ ითამაშოს ტრამპთან“. როგორც სტატიაში წერია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კელოგი იყოს თავდაცვა პუტინის გავლენის წინააღმდეგ. (1TV.GE)
საკვანძო სიტყვები:
უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში დელეგაციას აგზავნის - ვოლოდიმირ ზელენსკი
15 მაისი, 2025 , 19:25

უკრაინაში არაფერს ველით, სანამ პუტინს არ შევხვდები - დონალდ ტრამპი
15 მაისი, 2025 , 17:23

დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს - „სიენენი“
15 მაისი, 2025 , 10:32
სასამართლომ ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო
13 მაისი, 2025 , 14:41
დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა
13 მაისი, 2025 , 09:03
ჩვენ ყველანი უკრაინაში ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჩვენთან ერთად იყოს – ამ შეხვედრაზე თურქეთში - ვოლოდიმირ ზელენსკი
13 მაისი, 2025 , 08:54