უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 იანვარი, 2017 18:30
font-size

საქართველოს ყველა ჯარისკაცის დაცვა არის თავმოყვარე ქვეყნისა და სახელმწიფოს ვალი - პრეზიდენტის პრესსპიკერი

სამშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ დაიცვას ქართველ ჯარისკაცთა ინტერესები.

„ძალიან მძიმეა იმის მოსმენა და გაგება, რომ საქართველოს მხრიდან გადაიცა ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს და თუ არსებობს მსგავსი პრეცედენტები სხვა ჯარისკაცებთან მიმართებაში, ერთმნიშვნელოვნად გიფიქსირებთ პრეზიდენტის აზრს, საქართველოს ყველა ჯარისკაცის დაცვა არის თავმოყვარე ქვეყნისა და სახელმწიფოს ვალი,“ - უპასუხა პრესსპიკერმა „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტის შეკითხვას.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 15 იანვარს უკრაინულმა მხარემ, ინტერპოლის მოთხოვნის თანახმად, კიევის აეროპორტში დააკავა საქართველოს მოქალაქე, ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე. საერთაშორისო უწყებამ ცერცვაძეზე ძებნა რუსეთის ფედერაციის მიმართვის შემდეგ დაიწყო. რუსეთი ცერცვაძეს 2003 წელს, ქალაქ სოჭში მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს.

გია ცერცვაძის დაკავებას პროტესტი მოჰყვა საქართველოში. საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას ადანაშაულებდა რუსეთთან ფარულ გარიგებაში.

2017 წლის 26 იანვარს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გია ცერცვაძე გაათავისუფლა.

ანა მებურიშვილი

რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია -ნინო ლომჯარია

15 ივნისი, 2019 , 15:02

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ლგბტ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიერ გუშინ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებუ

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია

15 ივნისი, 2019 , 14:19

14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალის Entrepreneur ივნისის ნომრისა და საიტის www.entrepreneur.ge  პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებას სპოსნორობა პაშა ბანკმა გაუწია. პრეზენტაციას Entrepreneur-ის ამ დრომდე გა

საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის გამოფენისა და გამოსახვის წესები მოწესრიგდა

14 ივნისი, 2019 , 17:18

საქართველოს მთავრობის 14 ივნისის დადგენილებით, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის გამოფენისა და გამოსახვის წესები მოწესრიგდა, - ამის შესახებ ჰერალდიკის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაცი

ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი თურქეთის უნივერსიტეტის პროფესორს მიენიჭა

14 ივნისი, 2019 , 17:03

„მოხარული ვარ, რომ ჩემი წიგნით - „საქართველოს პირველი წარმომადგენლობა ანკარაში და თურქულ-ქართული ურთიერთობები“ - ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის ერთ-ერთი ყ

თბილისის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს

14 ივნისი, 2019 , 16:26

დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“  წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს. ფესტივალის ფარგლებში თბილისის სხვადსხვა უბანში გაიმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

სკოლებში უსაფრთოების გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით, პოლონელ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

14 ივნისი, 2019 , 14:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონელ ექსპე

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!