უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

17 დეკემბერი, 2016 09:00
font-size

საქართველოს მაღალმთიანეთში ტემპერატურა დღეს -9 გრადუსამდე დაეცემა

სინოპტიკოსები ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღეისთვის თოვას პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. მაღალ მთაში ნავარაუდევია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში 0, +5; მთაში -5, 0; მაღალ მთაში -6, -1 გრადუსი.

თოვლია ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც, მაღალ მთაში კი, ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში -1, +4; მთაში -5, 0; მაღალ მთაში -9, -4 გრადუსი.

თბილისში შესაძლებელია მცირე თოვა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში დღეს +4 გრადუსი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა