უკან

საზოგადოება

30 სექტემბერი, 2020 17:35
font-size

„საქართველოს მედია-კლუბი“ მარნეულში მომხდარ ინციდენტზე მმართველ პარტიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს

„საქართველოს მედია-კლუბი“ მარნეულში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და მმართველ პარტიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ დაპირისპირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე. „საქართველოს მედია კლუბი“ მოუწოდებს მმართველ გუნდს დაუყოვნებლივ გადააყენონ მირიან გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან.

„29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იკვეთება, რომ აქტიურ მონაწილეობას იღებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, რომელიც, ამავდროულად, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსია.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე აცხადებს, მას და მამამისს ფიზიკურად სწორედ გიორგაძე და მისი თანმხლები პირები გაუსწორდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებითაა მოთავსებული. გიორგაძეს ადანაშაულებს, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციის „2020“-ის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძეც.

ჩვენი ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ასევე რამდენჯერმე დაფიქსირდა ამირან გიორგაძის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტიც.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მოვუწოდებთ უწყებას, უსწრაფესად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს დამნაშავე პირები. შსს-ს მიერ ოპერატიულად გატარებული ზომები ხელს შეუწყობს შემდგომში მსგავსი დაპირისპირების პრევენციას.

ამასთან, ამირან გიორგაძე არის „ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამ თანამდებობაზე საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ აირჩია . შესაბამისად, ბატონი გიორგაძე, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, მმართველი პარტიის წარდგინებითა და მისი წევრების მხარდაჭერით გახდა პოლიტიკური თანამდებობის პირი. აქედან გამომდინარე, მმართველი პარტია ვალდებულია, მის ქმედებებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. ამიტომაც, მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის მეშვეობით, დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან. ეს იქნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისთვის, რათა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ დაუშვას ძალადობა და უკანონო ქმედებები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არჩევნების სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მარნეულში, გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და „პირველი არხის“ ოპერატორს, ასევე დაუზიანეს კამერები. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი