უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 იანვარი, 2020 15:35
font-size

საქართველოს მეგობრების განცხადებების ფონზე, სრულიად სამარცხვინო და არასერიოზულია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია - „თავისუფალი საქართველო“

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოგზავნილ წერილებსა და რეკომენდაციებს ეხმაურება. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციები გასათვალისწინებელია.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის აღნიშნული რეაქცია, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები სრულ თანხვედრაშია ქართველი ერის, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილთან, ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. შესაბამისად ეს პოზიცია, ვერ იქნება განხილული ქვეყნის შიდა სუვერენულ საქმეებში ჩარევად, როგორც ამის ინტერპრეტირებას ცდილობენ „ქართული ოცნების“ ლიდერები (რომელთაგან ბევრი წარსულში საბჭოთა იმპერიის ცკ-ს ნომენკლატურას წარმოადგენდა, თუმცა იმ დროს ისინი დიდად არ შფოთავდნენ საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვაზე). რეალურად, ამერიკის კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრების ქმედებები წარმოადგენს, არა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ ივანიშვილის მაფიოზური კლანის შიდა საქმეებში ჩარევას.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა, რომელიც კონგრესის სპეციალური აქტებითაა განმტკიცებული, წარმოადგენს აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ არაღიარების საერთაშორისო პოლიტიკის ძირითად ფუნდამენტს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ნებისმიერი არათანმიმდევრული ქმედება (რის შესახებაც მინიშნებები გააკეთა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა) ქმნის საფრთხეს, რომ საქართველომ შეიძლება დაკარგოს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც ყველაზე მტკივნეულად აისახება სწორედ არაღიარების პოლიტიკაზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იმყოფება რუსეთის ფედერაციასთან და დაპირების მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიმართულებით ვითარება ვერაფრით გამოასწორა, დამატებით ბოლო წლებში სხვადასხვა მიზეზით ურთიერთობები გართულებულია თითქმის ყველა მეზობელთან - შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან სირთულეების შექმნა, პრაქტიკულად, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას მოასწავებს.

საქართველოს მეგობრების განცხადებების ფონზე, სრულიად სამარცხვინო და არასერიოზულია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია, რომელიც ცდილობს „ნაცებად“ გამოაცხადოს, ყველა ვინც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს არამარტო საქართველოში, არამედ უკვე ამერიკის კონგრესსა და ევროპარლამენტშიც. ამ პროპაგანდისთვის მთავრობა იყენებს სახელისუფლებო მედიას და დასპონსორებულ გვერდებს სოციალურ ქსელში (სამთავრობო პროპაგანდის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს ტელეკომპანია POSTV-ის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებას 435 კონგრესმენიდან, მხოლოდ 4 აკრიტიკებს).

მადლობას ვუხდით კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრებს ესოდენ რთულ ვითარებაში ქართველი ხალხისათვის გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის. საქართველოს ხელისუფლებას კი მოვუწოდებთ, მოუხმოს გონიერებას და გაითვალისწინოს საქართველოს მეგობრების რეკომენდაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველი რეჟიმისათვის სანქციების დაწესება, რჩება შექმნილი კრიზისის განმუხტვის ერთადერთ საშუალებად“,-აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

24 თებერვალი, 2020 , 17:45

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა. გამოსვლაში ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში

მაჭავარიანს თუ ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ჭრელ პერანგს აცმევენ - დავით ჭიჭინაძე

24 თებერვალი, 2020 , 14:30

მაჭავარიანს ეტყობა აერია, სად იმყოფება. თუ ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ჭრელ პერანგს აცმევენ და მათ რა სახელიც ჰქვიათ, ის უნდა დავარქვათ მასაც, - ამის შ

საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად - დავით ზალკალიანი

24 თებერვალი, 2020 , 14:30

საქართველო შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის მარშრუტების შესამცირებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. Th

ბიძინა ივანიშვილი NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა

24 თებერვალი, 2020 , 14:30

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს დერეკ მიტჩელს შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედ

პოლიტიკური დევნის საქმეების შემსწავლელი კომისია დავით ქაცარავას საკითხზე მსჯელობს

24 თებერვალი, 2020 , 14:30

პოლიტიკური დევნის საქმეების შემსწავლელი კომისია დღეს დავით ქაცარავას საკითხს იხილავს. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, დღეს იხილავენ დავით

ივანე მაჭავარიანის ადგილი არის ციხეში, ყველა, ვინც მას გადაეფარება, ხდება მისი თანამონაწილე - გედევან ფოფხაძე

24 თებერვალი, 2020 , 13:45

საკითხები, რომელზეც დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე უნდა გვემსჯელა, პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ კორუფციასთან, დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობის აბუჩად აგდებასთან და გაღატაკებასთან, როდესაც მინისტრი ამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`