უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ოქტომბერი, 2018 17:40
font-size

საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის მხრივ მიღწეული პროგრესი ჩანაცვლდა კლეპტოკრატიითა და კორუფციის დაუსჯელობით - “ძალა ერთობაშია”

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია” "საერთაშორისო გამჭირვალობის" ცენტრალური ოფისის იმ დასკვნას ეხმაურება, სადაც ხელისუფლების მიტაცებასაზეა საუბარი და საქართველოში არსებულ ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევენ.

გაერთიანებულ ოპოზიციის განცხადებით, მსგავსი სახის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას იმიჯი აქვს შელახული.

„2018 წლის 16 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გავრცელდა განცხადება, რომლის თანახმადაც ის საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოში არსებულ მდგომარეობას სახელმწიფოს მიტაცების (state capture) მზარდი ნიშნებისა და ხელისუფლების წამყვანი პირების მხრიდან სამოქალაქო სექტორზე სიტყვიერი თავდასხმების გამო.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ ამ ავტორიტეტული საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაციის შეშფოთებას აღნიშნული საკითხზე და კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, სადაც ის მძიმე პოლიტიკური სკანდალებიდან სავარაუდოდ ყურადღების გადატანის მიზნით, სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ფაშიზმის თანამონაწილეები უწოდა.

მრავალი წლის განმავლობაში, საქართველო წამყვანი ქვეყანა იყო რეგიონში ანტიკორუფციული საქმიანობისა და ეფექტური მმართველობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ ყოველდღიურად მზარდ უკუსვლას სახელმწიფო ინსტიტუციებისა და დემოკრატიული მმართველობის კუთხით. უფრო და უფრო მეტი საქართველოს მოქალაქისათვის თვალსაჩინო ხდება, რომ საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის მხრივ მიღწეული პროგრესი ჩანაცვლდა კლეპტოკრატიითა და კორუფციის დაუსჯელობით. და ამ პროცესმა უკვე კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

ქვეყანაში მოქმედი კრიმინალურ-მაფიოზური არაფორმალური მმართველობის პირობებში საქართველოს სამართავდამცავი ორგანოებმა ვერ/არ გამოიძიეს ვერც ერთი საქმე, რომელიც საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა და რომელშიც ხელისუფლების პირდაპირი ინტერესი იკვეთებოდა. ჩვენ არც ახლა გვაქვს იმის იმედი, რომ სამართალდამცავები გამოიძიებენ ბოლო პერიოდში, მედიაში გავრცელებული აუდიო/ვიდეო ჩანაწერების სკანდალურ (ომეგა ჯგუფი, მირზა სუბელიანი) საქმეებს სადაც ნათლად ჩანს ხელისუფლების უმაღლესი პირების მაფიოზური ინტერესები და მათი ზეწოლა ბიზნესსა და თავისუფალ მედიაზე.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ 28 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი გააკეთებს სწორ არჩევანს, რითიც საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებაში მოკალათებულ კრიმინალებს. ამავე დროს, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო სექტორთან ერთად არ დავუშვებთ არჩევნების შედეგებით მანიპულირებასა და გაყალბებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი