უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 თებერვალი, 2017 11:50
font-size

საქართველოს მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი ეწვია

საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში ევროკომისარს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა.

მან მედიის წარმომადგენლებთან მაღალი შეფასება მისცა დიმიტრის ავრამოპულოსის ვიზიტს საქართველოში და აღნიშნა მისი განსაკუთრებული წვლილი ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში.

„ევროკომისარის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ვიზალიბერალიზაციის პროცესში და ამ პროცესის წარმატებით დასრულების საკითხში. საქართველოს ევროკომისარის და ევროკომისიის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს და ჰქონდა, როგორც ვიზალიბერალიზაციის მიმდინარეობის ასევე რეფორმების განხორციელების პროცესში“ - აღნიშნა მინისტრმა.

მისი განცხადებით ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ შეფასდება საქართველოს განვლილი გზა, ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სამომავლო გეგმები.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით დღეს საქართველო აღწევს "ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რასაც ეწოდება ჩვენი თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და შენგენის ზონაში, რაც უზრუნველყოფს ჩვენს მეტ დაახლოებას ევროპულ ოჯახთან“.

დიმიტრის ავრამოპულოსი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. დღეს დაგეგმილია ევროკომისარისა და პრემიერ-მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი