უკან

პოლიტიკა

30 მარტი, 2017 18:35
font-size

საქართველოს მიზანია ევროკავშირის წევრობა და ამისთვის გასატარებელია შესაბამისი ქმედებები - მიხეილ ჯანელიძე

ჩვენ ვიზის ლიბერალიზაციით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებით მინიჭებული და, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მინიჭებული შესაძლებლობები, - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით, საქართველოს მიზანია ევროკავშირის წევრობა და ამისთვის გასატარებელია შესაბამისი ქმედებები.

”პირველ რიგში ორიენტირებული ვართ ასოცირების შეთანხმების მაქსიმალურად ეფექტიანი იმპლემენტაციის კუთხით, ასევე, ყველა სექტორალურ სააგენტოსთან მოხდეს მაქსიმალური ინტეგრაცია, რაც ერთ-ერთი პირობაა ჩვენი ევროკავშირში წევრობის. ჩვენი მიზანია, ასევე, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ევროპული პროგრამები, რათა ინტეგრაციის პროცესი ხელმისაწვდომი გავხადოთ მოსახლეობისთვის. ჩვენი მიზანია, აგრეთვე, გავაღრმაოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, დავაახლოოთ და მაქსიმალურად თავსებადი გავხადოთ ჩვენი სისტემები, ასევე, ინფრასტრუქტურულად მოვახდინოთ ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზართან. ეს ყველა პრაქტიკული ნაბიჯი, პარალელურად ჩვენი პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესისა, მიგვიყვანს იმ საბოლოო მიზანთან, რასაც ჰქვია ევროკავშირის წევრობა”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

კიდევ ერთი კრიტიკულ წერილს გახარიას კონგრესმენი, ბრაიან ბაბინი უგზავნის

25 იანვარი, 2020 , 11:53

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკულ წერილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კიდევ ერთი წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინი უგზავნის. წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატი

ვახტანგ მახარობლიშვილმა და დავით ბაქრაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

25 იანვარი, 2020 , 10:45

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ადამიანებს შორის კავშირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო „ტ

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები, ევროპის მომავალზე ისაუბრებთ - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქ

ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით; აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დ

საქართველოს მეგობრების განცხადებების ფონზე, სრულიად სამარცხვინო და არასერიოზულია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია - „თავისუფალი საქართველო“

23 იანვარი, 2020 , 15:35

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოგზავნილ წერილებსა და რეკომენდაციებს ეხმაურება. როგორც „თავისუფ

ფრაქცია `დამოუკიდებელი დეპუტატები` ივანე მაჭავარიანს პარლამენტში იბარებენ

23 იანვარი, 2020 , 14:50

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას მიმართავს. წერილს, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`