უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2018 11:20
font-size

საქართველოს მოქალაქეების მცდელობა, მიმართონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფარის მოთხოვნით, ფუჭია - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უშედეგო იქნება ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოძებნა, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შეყვანილი. ამის შესახებ მან გადაცემაში „360 გრადუსი“ თქვა.

„ფუჭია მცდელობა, მიმართონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფარის მოთხოვნით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან უსაფრთხო ქვეყნადაა აღიარებული. იმავე ისლანდიაში ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურად იყო ჩართული, რომ ისლანდიას საქართველო უსაფრთხო ქვერყნების სიაში შეეყვანა და ამის შემდეგ იქ იკლო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ. აქტიურად ვმოქმედებთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთანაც.

მინდა, მივმართო იმ მოქალაქეებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ გერმანიაში წასვლა, მათი სურვილი და მცდელობა, რომ იპოვონ თავშესაფარი, ფუჭია, რადგან საქართველო გერმანიაშიც უსაფრთხო ქვეყნად განიხილება. ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რასაც თავისუფალი გადაადგილება ჰქვია. ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩვენი ევროინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“, - აღნიშნა ზალკალიანმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა, რომ

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალიშვილთან ერთად ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო. იაპონიამ 22 ოქტომბერი ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. ცერემონიას ასევ

სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელლენს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ავს

გვჯერა, რომ ჩვენ ქართველებს ეს ფორუმი დაგვეხმარება უფრო კარგად შევასრულოთ ჩვენი მისია - გიორგი გახარია

22 ოქტომბერი, 2019 , 13:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ სიტყვით გამოსვლით გახსნა. პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის ეფექტიანი პლატფორმა, სადაც აბრეშუმის

თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა

22 ოქტომბერი, 2019 , 13:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტე

საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო - სუს-ის უფროსი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

22 ოქტომბერი, 2019 , 10:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მ