უკან
უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
არქივი
პოლიტიკა
28 მარტი, 2017 12:25
საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზა მოკლევადიანი მოგზაურობისთვის - ევროკავშირის საბჭო
ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
„საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზა მოკლევადიანი მოგზაურობისთვის ევროკავშირში. ეს შესაძლებელი გახდა ახალი რეგულაციის წყალობით, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ცნობისათვის, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.
ნინო ექვთიმიშვილი