უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მაისი, 2017 12:05
font-size

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად რთული პროცედურის გავლა აღარ მოუწიოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად რთული პროცედურის გავლა აღარ მოუწევთ.

როგორც მთავრობის მეთაურმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ცვლილებების შესახებ ინიციატივა დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის და მას ამისთვის მადლობას უხდის.

“საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩვენ ვიხილავთ ინიციატივას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, აღარ უნდა უწევდეთ იმ რთული პროცედურების გავლა, რომელიც სჭირდებათ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნონ შემდგომში. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ფარგლებში და ეს მნიშვნელოვნად გააადვილებს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების დარჩენას აქტიურად ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შესაძლოა კანონმდებლობაში გაუქმდეს ერთ-ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ამავე დროს იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე.

ნინო ექვთიმიშვილი

მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყონებლივ აკრძალოს გვამებით ვაჭრობა და დაჩქარებული წესით მიიღოს ჩვენი კანონპროექტი - ლაშა ჩხარტიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი გამაფრთხილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

20 აპრილი, 2019 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს. უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამოდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენ

მთაწმინდელებში ცალსხად ერთი განწყობაა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - შალვა შავგულიძე

20 აპრილი, 2019 , 12:15

ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ამომრჩევლებს ხვდება. შალვა შავგულიძე პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც „ევროპული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

20 აპრილი, 2019 , 11:12

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათს სრ

ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი გახდა

20 აპრილი, 2019 , 10:20

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. „ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი საქართველოში. ევროპა ნოსტრას პრეზ

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019