უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
საზოგადოება
9 იანვარი, 2018 20:15
საქართველოს მოქალაქის პასპორტი პასპორტების რეიტინგში დაწინაურდა
ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვიზის ლიბერალიზაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქის პასპორტი 15 პოზიციით დაწინაურდა.
საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის მიერ გამოქვეყნებულ პასპორტების რეიტინგში 199 ქვეყანას შორის საქართველო 53-ე ადგილზეა, წინა რეიტინგში კი 68-ე ადგილზე იყო.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 99 ქვეყანაში შეუძლიათ.
რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, რეიტინგში რუსეთი 48-ე ადგილზეა, თურქეთი 50-ზე, აზერბაიჯანი კი 72-ზე.
პასპორტების რეიტინგში გერმანია ლიდერობს.