უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 აგვისტო, 2017 14:00
font-size

საქართველოს მოსახლეობამ კარგად დაინახა, თუ ვინაა მისი პარტნიორი - ბათუ ქუთელია

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ის პრობლემები, რომლის წინაშე საქართველო დგას, თანხვედრაშია მსოფლიო დემოკრატიული სამყაროს გამოწვევებთან, რაც საქართველოს მნიშვნელობას ზრდის.

„ამ ვიზიტის გეოპოლიტიკურ კონტექსტს თუ შევხედავთ, დღესდღეობით ხდება ახალი მსოფლიო გლობალური უსაფრთხოების ჩამოყალიბება. ამ უსაფრთხოებაში გამყოფი საზღვარი გადის თავისუფალ დემოკრატიულ სამყაროსა და არათავისუფალ სამყაროს შორის და საქართველოს სახელმწიფოების მთავარი მტერი - რუსეთი მოხვდა ისეთი ქვეყნების რიგში, როგორიცაა ჩრდილოეთი კორეა და ირანი, რომლებიც ემუქრებიან სწორედ ასეთი ტიპის ფასეულობებს, რომლებზეც გადავწყვიტეთ ჩვენი სახელმწიფოს აშენება - დემოკრატია, სიტყვის თავისუფელბა, ადამიანის უფლებები და ა.შ.. შესაბამისად, ეს კონტექსტი აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენი პრობლემები აბსოლუტურ თანხვედრაში მოვახვედროთ ცივილიზებული მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებთან.

სამხედრო წვრთნებთან თანხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წარმოუდგენელია, ქვეყანამ ააშენოს დემოკრატია ან მიაღწიოს ეკონომიკურ განვითარებას უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე და უსაფრთხოება არის დღეს მთავარი პრობლემა, რომლის მეშვეობით რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს საქართველოს სუვერენულ არჩევანზე.

ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის ძალიან კარგ გზავნილს როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებისთვის, საქართველოს პოლიტიკოსებისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ არის საკითხები, რომლებსაც ზეპარტიული მნიშვნელობა აქვს - ესაა სახელმწიფოებრიობა, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა“, - განაცხადა ქუთელიამ „კურიერთან“ ინტერვიუში.

ქუთელიას განცხადებით, ქართულ-ამერიკულმა სამხედრო წვრთნებმა „ღირსეული პარტნიორი-2017“ დაანახა მოსახელობას, თუ ვინაა საქართველოს ნამდვილი პარტნიორი.

„საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ ვინაა ჩვენი პარტნიორი და რა ვალდებულებებს იღებს ის თავის თავზე, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაიცვას. ასევე ის, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ამერიკისთვისა და ამერიკის ინტერესებისთვის და ამ შემთხვევაში გვაქვს სრული თანხვედრა“, - თქვა ქუთელიამ.

ქუთელიას თქმით, ერთობლივი წვრთნები ძლიერ წინააღმდეგობას უწევს რუსულ საინფორმაციო ომს. მისი განმარტებით, „ღირსეული პარტნიორი-2017“-ის ჩატარება უმტკიცებს როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ აშშ დეკლარირებული პარტნიორობის გარდა თავის მოკავშირე ქვეყნებს ეხმარება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად მოგვარების კუთხით.

გარდა ამისა, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი გამოეხმაურა აშშ-ის სენატის ორივე პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომელიც რუსეთს სანქციებს უმკაცრებს. ქუთელიას თქმით, ეს საკანონმდებლო აქტი აშშ-ის შორს მხედველური პოლიტიკის ნაწილი გახდება რუსეთის მიმართ, რაც დაეხმარება საქართველოს, ტერიტორიული პრობლემები მოაგვაროს.

„ეს საკანონმდებლო აქტი, მას შემდეგ, რაც ძალაში შევა, იქნება აშშ-ის დიდხნიანი პოლიტიკის ნაწილი, მიუხედავად ადმინისტრაციების ცვლილებისა, და ჩემი აზრით, ესაა მნიშვნელოვანი წინაპირობა და გარანტია იმისა, რომ საქართველო აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანად და ამაში დაეხმარება აშშ და მისი მოკავშირეები“, - განაცხადა ქუთელიამ.

ანა მებურიშვილი

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი