უკან

საზოგადოება

19 ნოემბერი, 2019 12:00
font-size

საქართველოს მოსახლეობის 78 პროცენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრეა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 78 პროცენტს, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გარდა ამისა, გამოკითხულთა 78 პროცენტი მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი.
„იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა 61 პროცენტი არჩევნებისთვის ეკონომიკურ პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ერთი მესამედი ჯერ ისევ გადაუწყვეტელია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი პირველი არჩევანი, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეიმუშავებენ თანმიმდევრულ და მიმზიდველ ეკონომიკურ პლატფორმას, ყველაზე დიდი შანსი ექნებათ, შექმნან საპარლამენტო უმრავლესობა“,- აღნიშნულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდგინდა, ისინი სპეცრეისით საქართველოში ჩამოიყვანეს

10 ივლისი, 2020 , 10:50

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით

საქართველო: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი

10 ივლისი, 2020 , 10:50

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 973 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

საქართველოში კორუფცია მძვინვარებს და დღეს ბიზნესი „ქართული ოცნების` მარწუხებშია მოქცეული - მამუკა ხაზარაძე

9 ივლისი, 2020 , 16:30

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიებიდან ყველაზე მეტი დაფინანსება „ქართულ ოცნებას“ აქვ

თავად აღმოვაჩინოთ რამდენი რამ გვქონია სანახავი და მერე უკვე თვითონ ვიქცეთ უცხოელებისთვის გიდებად - მაია ცქიტიშვილი

9 ივლისი, 2020 , 16:30

ვანში გვაქვს მსოფლიო დონის მუზეუმი, ჩვენი ოქროს ფონდის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ იქ მოპოვებული ექსპონატებით არის მდიდარი და შევსებული და შესაბამისად, ვანი არის ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი და ჩვენი ისტორიის განუყოფელი

ადამიანები მომავალს რწმენით უყურებენ, მაგრამ ივანიშვილთან ერთად თავის მომავალს ვერ ხედავენ - გიგი უგულავა

9 ივლისი, 2020 , 16:30

ადამიანები მომავალს რწმენით უყურებენ, მაგრამ ივანიშვილთან ერთად თავის მომავალს ვერ ხედავენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტყვიავში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვფიქრობთ, ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება - საქართველოს საპატრიარქო

9 ივლისი, 2020 , 16:00

ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქო იმედოვნებს, რომ &bd

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე