უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 მაისი, 2018 16:20
font-size

საქართველოს მრავალი მოქალაქე ყველა წესის დაცვით სარგებლობს უვიზო მიმოსვლით - გიორგი გახარია

გერმანული ,,შპიგელი“ საქართველოს ვიცე-პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც საქართველოსთვის მინიჭებულ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს და ქართველების მიერ ევროპაში ჩადენილი კრიმინალის დონეს ეხება.

გიორგი გახარია უვიზო რეჟიმის შემოღებას საქართველოს უდიდეს მონაპოვარს უწოდებს, რომლის შენარჩუნება მისი ტქმით, უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

,,2017 წლის 28 მარტს უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან მიმდინარე წლის 21 მაისის მდგომარეობით, უშუალოდ საქართველოდან, მხოლოდ საჰაერო გზით შენგენის მიმართულებით საქართველოს 250 000-ზე მეტმა მოქალაქემ განახორციელა 300 000-ზე მეტი ვიზიტი; მითითებულ პერიოდში, კონკრეტულად გერმანიაში საქართველოს 66 091 მოქალაქემ განახორციელა 86 304 ვიზიტი. რეალურად სხვადასხვა მარშუტებით ევროპაში შესულ მგზავრთა ნაკადი ბევრად აღემატება ამ მონაცემს. უფრო მეტიც, თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებში ამ ციფრებთან შედარებით არის ძალზედ უმნიშვნელო. აღნიშნული მიუთითებს, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე ყველა წესის დაცვით სარგებლობს უვიზო მიმოსვლით და იღებს ყველა სარგებელს, რაც უვიზო რეჟიმს მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის,“ -აცხადებს გიორგი გახარია.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოზიტიური განვითარება გვაქვს ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართულებით.

როგორც გახარია ამბობს, მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ასევე შემცირებულია ბოლო ორ წელიწადში თავად დანაშაულში მხილებული პირების თუ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის, ასევე ბინის ქურდობის რიცხვი.

,,მე ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა მედიასა თუ პოლიტიკურ სპექტრში, ცოტა გადაჭარბებულია. გერმანიის პოლიციის კრიმინალური სტატისტიკა სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა და ერთმნიშვნელოვნად გვიჩვენებს, რომ 2016 და 2017 წლებში, დანაშაულში მხილებული ქართველების წილი დანაშაულში მხილებულთა მთლიან რაოდენობაში 0,3%-ს შეადგენს. და საქართველოს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებში, გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ქვეყნების მიხედვით ბოლო, 25-ე ადგილს იკავებს. ჩვენ მტკივნეულად განვიცდით თითოეულ შემთხვევას და არ ვაკნინებთ ფაქტებს, თუმცა მიმაჩნია, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს,“ - აცხადებს გიორგი გახარია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპოლიციო თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი