უკან

სამართალი

9 თებერვალი, 2017 11:30
font-size

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და პროკურატურის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს პროკურატურასა და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის საკითხი. ასევე განხილულ იქნა არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება. პროკურატურის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, - აცნობეს მედიანიუსს სახალხო დამცველის აპარატიდან.

საქართველოს მთავარი პროკურატურა მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, რაც გამოიხატება როგორც ინფორმაციის მიწოდებაში, ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულებაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურა სახალხო დამცველის აპარატს სისტემატიურად აწვდის ინფორმაციას პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ან/და პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეებზე. 2016 წელს არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მომართვები წინა წელთან შედარებით 27%-ით შემცირებულია.

2016 წელს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განხილულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის 19 რეკომენდაცია/წინადადება, რომლებიც ეხებოდა ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებს. აღნიშნული 19 წინადადებიდან პროკურატურის მიერ შესრულდა 16 წინადადება, ხოლო არ შესრულდა 3 წინადადება, სახალხო დამცველს გაეცა მოტივირებული და დასაბუთებული პასუხები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის ორი წინადადების საფუძველზე, არა მხოლოდ მყისიერად დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეებზე, არამედ შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი პირის მიმართ. ამათგან, ერთი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მეორე პირის მიმართ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.

პოლიციამ აჭარაში 169 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

20 ივლისი, 2019 , 10:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღე

20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრა

19 ივლისი, 2019 , 16:21

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულ სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურა ბრალდებულების მიმ

აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე დააკავეს

19 ივლისი, 2019 , 10:49

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავა

იუსტიციის სამინისტრო ნოდარ გოგალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს

18 ივლისი, 2019 , 15:45

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ნოდარ გოგალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვეყნებს. „2009 წლის 7 დეკემბერს ნოდარ გოგალაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თა

იმედი გვაქვს „რუსთავი 2“-ის პრაქტიკა სხვა დაზარალებული მესაკუთრეების საქმეებზეც გავრცელდება - „თავისუფალი საქართველო“

18 ივლისი, 2019 , 15:15

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ეხმაურება: „გვურს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს