უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ივნისი, 2017 12:50
font-size

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ გიორგი ბადაშვილი დაინიშნა

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი დაინიშნა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მთავარი პროკურორის მოადგილის დანიშვნის ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა.

გიორგი ბადაშვილი 1981 წელს ქ. თბილისში დაიბადა.

2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

გიორგი ბადაშვილმა კარიერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან დაიწყო და სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

29.05.2013-22.11.2013წწ. საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

2013 წლის 22 ნოემბრიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

2014 წლის 21 იანვრიდან - 2015 წლის 2 დეკემბრამდე ეკავა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა.

2015-2017 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ივანე მაჭავარიანმა სტუ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა SICA-ს გენერალურ მდივანთან

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) გენერალურ მდივანთან ვინისიო სერესო ანევალოსთან. მხარეებმა გა

საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში სუამი-იაპონიის მინისტერიალი გაიმართა

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართა სუამი-იაპონიის მინისტერიალი. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო, აზერ

ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე პრეზიდენტობის კანდიდატები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

დღეს ტელეკომპანია „იბერიას“ ოფისში გაიმართა ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების, აგრეთვე პრეზიდენტობის კანდიდატების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლ

პრეზიდენტობის კანდიდატები და პოლიტიკური პარტიები ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფს“ სოლიდარობას უცხადებენ

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

ოპოზიციური პარტიები ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ,,სრულიად შემაშფოთებელია ტელეკომპანია „იბერიას“ და &b

თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და მომხრე ვარ ერთსქესიანთა ქორწინების - სალომე ზურაბიშვილი

25 სექტემბერი, 2018 , 15:00

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები მის წინააღმდეგ დიდი ხანია სხვადასხვა მეთოდებით მოქმედებენ. როგორც მან ურეკში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სწორედ მედიის მხრიდან პროპაგანდის მიზ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`