უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ოქტომბერი, 2017 16:25
font-size

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 200-მდე სტუდენტსა და სკოლის მოსწავლეს უმასპინძლა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. განხორციელებული შეხვედრების მიზანი სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის პროკურატურის საქმიანობისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის სპეციფიკის გაცნობა იყო. პროექტი ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფთან თანამშრომლობით ჩატარდა.

3 დღის განმავლობაში შეხვედრები 3 ჯგუფთან გაიმართა, რომლებსაც ჯამში 200-მდე სტუდენტი და სკოლის მოსწავლე ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ: პროკურატურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს პროკურატურაში მოქმედ სტაჟირების სისტემას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციფიკასა და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. მონაწილეებმა განიხილეს შესავალი და დასკვნითი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა - სტუდენტებმა და მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. სისტემის მხრიდან, ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და მიზნობრივი პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

კახაბერ გვანცელაძე ბაღების აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა

18 დეკემბერი, 2017 , 12:25

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა. შეხვედრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, რომელსაც 200-მ

ქართულ-ჩინური სოფლის მეურნეობის ტექნიკური თანამშრომლობის ორწლიანი პროექტის შეაჯამეს

18 დეკემბერი, 2017 , 12:25

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომ

პატრიარქი ილია არა მხოლოდ მიყვარს, არამედ მას დიდ პატივს ვცემ - მსოფლიო პატრიარქი

18 დეკემბერი, 2017 , 12:00

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე პირველმა საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე ისაუბრა „იმედის კვირის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს მოახლოებული აღსაყდრების 40 წლის იუბილე მიულოცა. „მ

დღეიდან სპეციალურად ადგილებში საახალწლო გარევაჭრობა იწყება

18 დეკემბერი, 2017 , 11:25

დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით საახალწლო გარევაჭრობა სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე განხორციელდება. მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ

თერთმეტი ქართული ფილმი უკვე საქართველოშია

18 დეკემბერი, 2017 , 10:30

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, თიბისი ბანკის, ჯი-ემ-თი ჯგუფისა და კო

კიბერდანაშაულსა და ტრეფიკინგზე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

18 დეკემბერი, 2017 , 10:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან კიბერდანაშაულის და ტრეფიკინგის საკითხე

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე