უახლესი ამბები
- 18.02.2019 17:56იუსტიციის საბჭოს სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს (ვიდეო)
- 18.02.2019 17:50ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
- 18.02.2019 17:50ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს - მიხეილ ბატიაშვილი
- 18.02.2019 17:40ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს
- 18.02.2019 17:40გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა
- 18.02.2019 16:46ძლიერი ქარის შედეგად ისანში მოგლეჯილმა ხემ 4 მანქანა დააზიანა (ვიდეო)
- 18.02.2019 16:39საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
- 18.02.2019 16:30პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დრეზდენის გალერეაში განთავსების ცერემონიას დაესწრო
- 18.02.2019 16:30“იძულებით გადაადგილებული პირები დღესაც იძულებით გადაადგილებაში არ უნდა იყვნენ“ - დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს
- 18.02.2019 16:14კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
არქივი
სამართალი


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება გაითვალისწინა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 დეკემბერს გაგზავნილი წინადადებები და არასრულწლოვნების სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ერთი შემთხვევა, 15 წლის გოგონას მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს და მის ადრეულ ქორწინებას უკავშირდება. სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული შემთხვევის შესწავლა ანონიმური შეტყობინების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც 15 წლის თ.კ. ადრეულ ასაკში დაქორწინდა. საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა მშობლების მხრიდან უგულებელყოფა, ამასთან, გოგონას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის რისკის არსებობა.
სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებებმა არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო უფლებადარღვევის საქმე ამ შემთხვევაშიც ფორმალურად შეისწავლეს და არ გაატარეს ძალადობის იდენტიფიცირების და არასრულწლოვანის განმეორებითი ძალადობისგან დაცვის უზრუნველსაყოფი ღონისძიებები.
ასევე, გამოძიება დაიწყო სავარაუდო ტრეფიკინგის შემთხვევაზე, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა გოგონა არასრულწლოვანი ასაკიდან ცხოვრობდა არა ბიოლოგიურად ნათესავ ოჯახში, სადაც მას უწევდა საოჯახო საქმიანობის შესრულება ამასთან, სავარაუდოდ იყო სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი.
სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ჩარევამდე შსს ტერიტორიულ ორგანოში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ზედაპირულად შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და ყურადღების მიღმა დარჩათ სავარაუდო ძალადობის და სექსუალური ექსპლუატაციის ფაქტებზე მიმანიშნებელი ინფორმაცია.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ დროულ რეაგირებას, რაც ერთის მხრივ აღნიშნულ შემთხვევებზე რეაგირებაა, ხოლო მეორე მხრივ მსგავსი დანაშაულების პრევენციას შეუწყობს ხელს.
საკვანძო სიტყვები:

იუსტიციის საბჭოს სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს (ვიდეო)
18 თებერვალი, 2019 , 17:56

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
18 თებერვალი, 2019 , 14:00
მარნეულში ხანძრი ლიკვიდირებულია
18 თებერვალი, 2019 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
17 თებერვალი, 2019 , 11:03

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხოეთის მოქალაქეები დააკავა
17 თებერვალი, 2019 , 10:57

თბილისში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს
16 თებერვალი, 2019 , 14:20