უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 იანვარი, 2018 16:15
font-size

საქართველოს მთავარმა პროკურორმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.

მისი მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს.

„მე ზოგადად, ყველასთან ვარ მზად, რომ მქონდეს შეხვედრა. ჩვენ ჩვენს საგამოძიებო დანაყოფში თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ვატარებთ გამოძიებას გამჭვირვალედ. ოჯახსა და ოჯახის ადვოკატს აქვთ გამოძიების მასალებთან სრული წვდომა და ისინი ინფორმირებულნი არიან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, - განაცხადა შოთაძემ.

რაც შეეხება ოჯახის მოთხოვნას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით, შოთაძემ უპასუხა, რომ გამოძიების შედეგების შესახებ უწყება მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდის.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია, თუმცა ჩასატარებელია სხვა საჭირო საგამოძიებო მოქმედებებიც, დანაშნულია ექსპერტიზები და ველოდებით მათ შედეგებს. რა თქმა უნდა, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება“, - აღნიშნა შოთაძემ.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს. მას ჭრილობა ჰქონდა მიყენებული თავის არეში. იგეგმებოდა მისი სამკურნალოდ გაგზავნა თურქეთში, თუმცა 10 იანვარს მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძემ თანამდებობას ტოვებს

9 დეკემბერი, 2019 , 13:55

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა. „სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით, ვინაიდან საპენსიო სააგენტო ფუნქციონირებს გამართულად, ყველა პროცესი

ანა დოლიძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების შესწავლას ითხოვს

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ითხოვს, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები შეისწავლოს. დოლიძე აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა, ბ

პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-17 საზეიმო დაჯილდოება გაიმართა, სადაც პრემია „საბას“ გამარჯვებულები გახდა ცნობილი. როგორც „მედიანიუსს

კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

9 დეკემბერი, 2019 , 12:45

კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები – N37, N43 და N71 და მიკროავტობუსები, რომლებიც ლეხ კაჩინსკისა და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო ს

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრას გამართავს

9 დეკემბერი, 2019 , 12:05

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, 10 დეკემბერს, ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრას გამართავს, სადაც მოწვეულნი არიან: ევროპის რეკო

მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დადასტურების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო

9 დეკემბერი, 2019 , 11:59

მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დადასტურების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო. როგორც „მედიანიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, სააპელაციო განაცხადების მიღება 9 დეკემბრის 10:00 საათიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`