უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 ოქტომბერი, 2019 13:30
font-size

საქართველოს მთავრობა ტურიზმის დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს - ეკატერინე მიქაბაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე „თიბისი კაპიტალის“ მიერ ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევის პრეზენტაციას დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკაში, აგრეთვე იმ ღონისძიებებზე, რომელთაც მიმართავს ხელისუფლება ტურიზმის სექტორის განვითარების მიმართულებით.

მისი თქმით, 2018 წელს ტურიზმის პირდაპირმა კონტრიბუციამ მთლიან შიდა პროდუქტში 7,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მშპ-ს 20 პროცენტს გაუტოლდა.
მისი თქმითვე, ამავე დროს, ტურიზმის წილი მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამასთან მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ტურიზმის განვითარების პოზიტიურ გადადინებით ეფექტს სხვადასხვა სექტორის განვითარებაზე, რამდენადაც წარმოქმნის სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე დამატებითი მოთხოვნის შესაძლებლობას.

ეკატერინე მიქაბაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციაზე. მისი თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მაღალმხარჯველი ვიზიტორების მოსაზიდად.

„მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული კიდევ უფრო აქტუალური გახდა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიაფრენები შეჩერდა, რამაც შეამცირა რუსეთიდან ტურისტების შემოსვლა. ოფიციალური სტატისტიკით, აღნიშნულის შედეგად ტურისტული შემოსავლები ივლისში 13,3 პროცენტით, ხოლო აგვისტოში - 10,6 პროცენტით შემცირდა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელბეულ ინფორმაციაში.
„ტურიზმის განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია. ის სხვადასხვა ინსტრუმენტებითა და აქტივობებით ხელს უწყობს ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ზრდას,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისი თქმით, ტურიზმის შემდგომი განვითარებისა და მიზნობრივ ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად ხორციელდება არაერთი აქტივობა, მათ შორისაა ახალი ავიაკომპანიების შემოყვანა ავიაბაზარზე და პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა, ტურიზმში მომსახურების სერვისის ამაღლება, ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის მხარდაჭერა და მისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მისალმებების შემდეგ, პრეზენტაციაზე გაიმართა პანელ დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, აჭარა ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ, კომპანია „Silk Road Hospitality“ - ის გენერალურმა დირექტორმა იორდ კუითიმ და თიბისი ბანკის კორპორატიული დირექტორის მოადგილე მერი ჩაჩანიძემ.

„თიბისი კაპიტალის“ კვლევაში დეტალურად არის აღწერილი ტურიზმის ინდუსტრიის ბოლო წლების განვითარება და ტურიზმში საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით გაანალიზებული და შეფასებულია საქართველოში ტურიზმის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9663 ლარი გახდა

16 ოქტომბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9663 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს

16 ოქტომბერი, 2019 , 17:00

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს. როგორც „მედიანიუსს“ ფინან

ანაკლიის კონსორციუმს მთავრობა აძლევს საშუალებას, მის ხელთ არსებული რესურსი წლის ბოლომდე გამოიყენოს

16 ოქტომბერი, 2019 , 12:15

საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9701 ლარი გახდა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9701 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 193.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 193.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. საქსტატი

ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის ბენეფიციარის მოსავალი ხვალიდან კარფურში გაიყიდება

15 ოქტომბერი, 2019 , 17:05

16 ოქტომბერი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე ისტ პოინტში მდებარე „კარფურის“ ჰიპერმარკეტში FAO-ENPARD-ის პროექტის ბენეფიციარ ფერმერს საკუთარი პროდუქციის სუპერმ