უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 აპრილი, 2020 15:25
font-size

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე - გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს გეგმაზე ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ მოხდება. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა ამ გამკაცრებული ღონისძიებებიდან გამოსვლის, რომელმაც უნდა დაიცვას ბალანსი - მოქალაქის ჯანმრთელობას და Covid 19-ის გავრცელების შეჩერებას და ასევე ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნებასა და სამუშაო ადგილების ამუშავებას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური გამოწვევები და საქართველოს ამ მიმართულებით ქვეყანაში ყველაზე დიდი რეპუტაციის და ნდობის მქონე ანალიტიკური ჯგუფები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო ფონდები ეხმარებიან.

„ესენი არიან, როგორც საქართველოში დღეს ყველაზე დიდი რეპუტაციის და ნდობის მქონე ანალიტიკური ჯგუფები, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და საერთაშორისო ფონდები, რომლებიც გვეხმარებიან და ეს გეგმა უკვე არსებობს. ჩვენ ამ გეგმის დეტალებზე ვმუშაობთ. მიდგომა მარტივია - პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბრძოლა გვაქვს ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების და არც ერთ ფრონტზე ცალკე აღებულზე გამარჯვებას ფასი არ ექნება,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კითხვაზე ეკონომიკის ზრდის შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერმა ასე უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ეკონომიკური გამოწვევები დღეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. მე უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ - ჩვენ ეკონომიკის ზრდის სერიოზულ შემცირებას ველოდებით. ამას ვგეგმავთ და შესაბამისად, ბიუჯეტში ცვლილებებიც შეგვაქვს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

23 იანვარი, 2021 , 17:35

აქცია-პერფორმანსი გაიმართა დღეს, 23 იანვარს თბილისში, "მთავარი არხის" დამფუძნებლის გიორგი რურუას მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები ზუსტად იმ ადგილას მივიდნენ, სადაც რურუას პოლიციამ იარღი ჩაუდო და დააკვაა. მათ სიმბოლურად

სალომე ზურაბიშვილმა ქართველი სტუდენტებისა და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან განიხილა

23 იანვარი, 2021 , 16:05

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშე

„ფეხით წაბრძანდნენ სახლში და ნახონ, როგორი არის რიგითი ადამიანის ცხოვრება“ - თბილისის მერიის სამანქანო შესასვლელი ჯაჭვით ჩაკეტეს

23 იანვარი, 2021 , 15:00

"როგორც ქართველი მოსახლეობა ყავთ ჩაკეტილი ხელისუფლებას ისე ჩავკეტავთ ყველა გასასვლელს" - თბილისის მერიასთან აქტივისტები და "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა ჯა

ხელისუფლებამ აღარ დაგვიტოვა პროტესტის გარდა სხვა გზა - „ლელო საქართველოსთვის“

23 იანვარი, 2021 , 14:49

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სამოქალაქო საზოგადოებას საკუთარი უფლებების დასაცავად პროტესტისკენ მოუწოდებს. პარტიაში აცხადებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომლითაც ძალაში დარჩა შეზღუდვების დიდი

„ეს არის მონობის დაანონსება“ - შეზღუდვების ფორმალურად შემსუბუქებას სამოქალაქო აქტივისტებთან და საზოგადოებსათან ერთად პოლიტიკოსებიც გააპროტესტებენ

23 იანვარი, 2021 , 14:43

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფორმალურად შემსუბუქებას სამოქალაქო აქტივისტებთან და საზოგადოებსათან ერთად პოლიტიკოსებიც გააპროტესტებენ. ამ თემაზე დღეს "ნაციონალური მოძროაბის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ, ყოფილმა დეპუტ

“გაწითლებული ხარო” - გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ

23 იანვარი, 2021 , 13:00

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. როგორც უგულავა „ფეისბუქში“ წერს, დღეს საზღვარზე გააჩერეს და განუცხადეს, რომ საქართველოს სა