უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 აპრილი, 2019 15:40
font-size

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ამ პროგრამით ისარგებლებს 142 აბიტურიენტი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ისინი მომზადებას გაივლიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

„ჩვენ გუშინ ავამოქმედეთ საპილოტე პროგრამა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული იქნება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახალგაზრდების განათლებას სრულად დავაფინანსებთ ჩვენ, მათ შორის საცხოვრებელ კომპონენტსაც. მსურს, ახალგაზრდებს და მათ მასწავლებლებს გადავუხადო დიდი მადლობა. თითოეული მასწავლებელი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტირებზე, ჩვენს მომავალ თაობას აძლევს განათლებას, არის ნამდვილი გმირი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამა სამშვიდობო ინიციატივის -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შემადგენელი ნაწილია.

ვაკე - საბურთალოს გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა

22 მაისი, 2019 , 19:23

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე (ვაკე-საბურთალოს ახალი გზა) კლდის მასა ჩამოიშალა. ქვები სავალი გზის ნაწილზეა ჩამოცვენილი, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ არის შეფერხებული.

გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ბათუმის უნივერსიტეტში სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით - არასამთავრობო ორგანიზაციები

22 მაისი, 2019 , 19:05

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისსტუდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ლექტორის მიერ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებას ეხ

ცხრა წლის დაჩი გულუა შს მინისტრს უახლოეს დღეებში შეხვდება

22 მაისი, 2019 , 17:27

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიამ ცხრა წლის დაჩი გულუას წერილს უპასუხა. როგორც საქართველოს პირველ არხს ბავშვის დედამ, ნათია ანასტასიადმა განუცხადა. „სამინისტროს წარმომადგენლები უკვე დაგ

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა - დავით სერგეენკო

22 მაისი, 2019 , 17:10

საყოველთაო ჯანდაცვა არ არის ფუფუნება ან პრივილეგია, ეს ყველას უფლებაა და არავინ უნდა დარჩეს ამ უფლების მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვი

პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული’’ მოსწავლეთათვის წელს მეორედ ტარდება

22 მაისი, 2019 , 16:40

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული’’ მოსწავლეთათვის წელს მეორედ იმართება. თბილისის საკრე

თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების გადაჭარბება დაფიქსირდა

22 მაისი, 2019 , 15:40

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, ავტომატური სადგურების საშუალებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთა