უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ნოემბერი, 2018 14:25
font-size

საქართველოს მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი განკარგულება გამოსცა

საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი განკარგულება გამოსცა.

როგორც მთავრობის 2018 წლის 19 ნოემბრის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმოწერით გამოცემულ განკარგულებაშია აღნიშნული, ცნობად უნდა იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო მოსამსახურეთათვის დადგენილია რიგი შეზღუდვები, მათ შორის: ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის უფლების მქონე საჯარო მოსამსახურეს კომისიის წევრობის შემთხვევაში დროებით უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილზე, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კუთვნილი შვებულება; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივ დამკვირვებლად ყოფნა; საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში; საჯარო მოსამსახურეს წინასაარჩევნო პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება (ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გულისხმობს ნებისმიერი ადმინისტრაციული რესურსის, ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის, ქაღალდის, ბაინდერის, ტრანსპორტის, საწვავისა და ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე არსებული სხვა ნებისმიერი ქონების გამოყენებას);

გარდა ამისა, საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება: სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან არჩევას; სამსახურებრივი მივლინების დროს ხელმოწერების შეგროვება და საარჩევნო აგიტაციის გაწევა; წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამუშაო საათების ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას;

საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ასევე საარჩევნო სუბიექტის სახელით პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა ან გადაცემის დაპირება; პირადი ფულადი სახსრებით ან საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფოს კომპეტენციას განეკუთვნება.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი