უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
არქივი
კომენტარი
საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა, როდესაც ცდილობს აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში-იან კელი
საქართველოში ამეირკის ელჩის იან კელის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა, როდესაც ცდილობს აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში.
ამის შესახებ კელიმ გმირთა მოედანზე განაცხადა,სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ მომავალზე. ჩვენი პროგრამების უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ეხება. თუმცა, ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მსხვერპლი, რომელიც ქართველებმა და ამერიკელებმა საკუთარი თავისუფლებისთვის გაიღეს. საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა, როდესაც ცდილობს აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში, ახორციელებს საგანმანათლებლო, სავაჭრო და ჯანდაცვის პროექტებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამგვარ მიდგომას“,- აღნიშნა იან კელიმ.
მონიკა დავლიანიძე