უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 ივლისი, 2019 12:00
font-size

საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების თაობაზე ოქმი გაფორმდა

2019 წლის 8-10 ივლისს, კორეის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის შეჯერების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა.

2 დღიანი მოლაპარაკებების შედეგად მოხდა შეთანხმების პროექტის პარაფირება და შესაბამისი ოქმის გაფორმება, რომლითაც მხარეებმა შესაძლო მოკლე ვადაში შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების და შეთანხმების 2019 წლის ბოლომდე გაფორმების ვალდებულება აიღეს.

მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ზემოხსენებული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ქართულ მხარეს კორეის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. შეთანხმების გაფორმებით, შეიქმნება ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას, ხელს შეუწყობს ფრენის არეალის გაფართოებას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას. შეთანხმება ლიბერალურ პრინციპებს ეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩარტერული რეისების შესრულება 2018 წლიდან ხორციელდება, კერძოდ აღნიშნულ პერიოდში თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანია “Korean Air”-ის მიერ განხორციელებული იქნა 2 ტურისტული ჩარტერი, რომლის მიერ 557 ერთეული მგზავრი იქნა გადაყვანილი. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანია “Korean Air”-ის მიერ განხორციელებული იქნა 4 ტურისტული ჩარტერული რეისი, რომლის მიერ გადაყვანილი იქნა 935 ერთეული მგზავრი.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო წლებში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული ვიზიტორების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული იქნა 7,185 ერთეული ვიზიტორი, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29.8%-ით მეტია (5,536 ერთეული ვიზიტორი). რაც შეეხება სრულ 2018 წელს, აღნიშნულ პერიოდში შემოსულ იქნა 13,278 ერთეული ვიზიტორი, რაც 2017 წელთან შედარებით 112.2%-ით მეტია (6,257 ერთეული ვიზიტორი).
ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს და სომხეთს აქვს პოტენციალი და შეასძლებლობა, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაკავშირებული ჩვენს მეგობრებთან - ტიგრან ავინიანი

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ტიგრან ავინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლო

რაც მალე აღდგება, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის - ნათია თურნავა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესახებ

22 ოქტომბერი, 2019 , 16:40

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადების თქმა გამიჭირდება, რადგან შეჩერების გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვ

აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

22 ოქტომბერი, 2019 , 15:00

22 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს. მა

საქართველოს მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა - საქართველოს ბიზნესის კეთების რეიტინგში ძალიან მაღალი შედეგი აქვს - შიქსინ ჩენი

22 ოქტომბერი, 2019 , 15:00

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა შიქსინ ჩენმა ფორუმის გახსნით პანელზე საქართველოში ბიზნესს გარემოს გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა. აზიის განვითარების ბანკის ვ

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი რეალურ ბრენდად იქცა - ნათია თურნავა

22 ოქტომბერი, 2019 , 15:00

საქართველო ოდითგანვე იყო ცნობილი, როგორც კარიბჭე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც აერთიანებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს და ჩვენ დღესაც ვხედავთ, რაოდენ მნიშვნელ

ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო პოპულარული ხდება - ლიუ ჰუი

22 ოქტომბერი, 2019 , 14:45

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევრაზიის რეგიონში ლიუ ჰუიმ. ლიუ ჰუის განცხადებით, ქართუ